ავტორი:

"ვიცი, რატომ გავრცელდა ჭორი ჩვენი დაშორების შესახებ" - რას ყვება თინა ხიდაშელი ბავშვობაზე, სტუდენტობასა და ოჯახურ ცხოვრებაზე

"ვიცი, რატომ გავრცელდა ჭორი ჩვენი დაშორების შესახებ" - რას ყვება თინა ხიდაშელი ბავშვობაზე, სტუდენტობასა და ოჯახურ ცხოვრებაზე

ვინც კარგად იცნობს, მოეხსენება, რომ ბავშვობიდან მებრძოლია. როგორც თავად ამბობს, დედასთან მუდმივ წინააღმდეგობაში იყო. ფიქრობს, რომ სწორედ ამის გადალახვასა და ბრძოლაში ჩამოყალიბდა მებრძოლად. "ბავშვობიდანვე მუდმივად მიწევდა დამტკიცება, არგუმენტების მოხმობა, რათა გამეკეთებინა ის, რაც მსურდა, რაც ბედნიერებას მანიჭებდა", - ამბობს თინა ხიდაშელი.

საზოგადოების დიდმა ნაწილმა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელის სტატუსით გაიცნო. 2005 წლიდან მეუღლესთან, დავით უსუფაშვილთან ერთად, საქართველოს რესპუბლიკურ პარტიაში შევიდა. 2010-2012 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი, 2012-დან - პარლამენტის წევრი. 2015 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. ამ პოსტის დატოვების შემდეგ, პოლიტიკაც დატოვა. ნანობს, რომ წლების წინ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრდა და ხელი დააკლო თავის მთავარ საქმეს - ადამიანის უფლებათა დაცვას. ფიცხია, შესაბამისად, გარშემო მყოფებზე იოლად ბრაზდება, თუმცა, წყენის მიზეზი ადვილად ავიწყდება. უყვარს სამზარეულოში ტრიალი. ყველაზე ბედნიერია ქმარ-შვილის გარემოცვაში. ამბობს, რომ მისი ცხოვრების მთავარი მიზანი შვილების ბედნიერი მომავალია.

- ქალბატონო თინა, უმთავრესად რა იყო ბავშვობაში დედასთან თქვენი დავის საგანი?

- ყველაფერი. მაგალითად, უნდა მევლო თუ არა მუსიკალურ სკოლაში, უნდა გამოვსულიყავი თუ არა ექიმი... მედალოსანი ვიყავი. იმ პერიოდში თუ მედალოსანი იყავი, იგულისხმებოდა, რომ ექიმი უნდა გამხდარიყავი. ოჯახში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრძოლის ველი მაშინ გაიშალა, როდესაც დედას ჩემი არჩევანი გავაცანი პროფესიის თაობაზე. მინდოდა, ბევრ ადამიანს დავხმარებოდი. 17 წლის ბავშვის გადასახედიდან, ექიმს შეეძლო დახმარებოდა ერთ კონკრეტულ ადამიანს, რომელსაც იმ მომენტში მკურნალობდა. მქონდა განცდა, რომ თუ იურიდიულს დავამთავრებდი, უფრო მეტ ადამიანს დავეხმარებოდი.

- დედმამიშვილებზე რას გვეტყვით?

- უფროსი ძმა მყავს, რომელთანაც ფრაგმენტული ურთიერთობა მქონდა. დედამ გამზარდა, ამიტომ... არ არის ეს თემა ჩემს ცხოვრებაში აქტუალური.

- საინტერესო სტუდენტობა უნდა გქონოდათ...

- ყველაფერი ჩემი სტუდენტობისას მოხდა: ეროვნული მოძრობა, თბილისის ომი, აფხაზეთის ომი...

- სადმე ეპიცენტრშიც ხომ არ იყავით?

- თბილისის ომის ეპიცენტრში მეტ-ნაკლებად ყველა აქტიური ადამიანი მოხვდა. შემდეგ იყო წინააღმდეგობებით, ბრძოლებით აღსავსე გრძელი გზა, რომელიც პირველი ხელისუფლების მხარდამჭერებმა გავიარეთ. 2 თებერვლის მიტინგზე წინა ხაზზე ვიდექი, ერთ-ერთი მიმღები ვიყავი იმ ტყვიებისა, რომლებსაც "მხედრიონი" გვესროდა. განაგრძეთ

"თავიდან ვმეგობრობდით, ერთ დღესაც კი სხვანაირად შევხედეთ ერთმანეთს..." - თემიკო ჭიჭინაძე სიყვარულზე, ოჯახზე, კარიერასა და კარანტინზე

რას ამბობს ქეთი ხატიაშვილი რაგბიდან "ოცნების" საპარალამენტო სიაში მოხვედრილ დავით კაჭარავაზე - ცნობილი წყვილის "ლავსთორი" დასრულდა?

"აცხადებენ,  - პანდემია არისო, მაგრამ მე არ დამინახავს" - გორელი ქალბატონის ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში აიტაცეს