ავტორი:

"მას გააჩნია 100%-იანი ლეტალობა, ნავალნის კომიდან გამოყვანა ადასტურებს, რომ ის "ნოვიჩოკით" არ არის მოწამლული" - "ნოვიჩოკის" შემქმნელი

"მას გააჩნია 100%-იანი ლეტალობა, ნავალნის კომიდან გამოყვანა ადასტურებს, რომ ის "ნოვიჩოკით" არ არის მოწამლული" - "ნოვიჩოკის" შემქმნელი

რუსი ოპოზციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ხელოვნური კომიდან გამოყვანას ეხმაურება მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკის“ ერთ-ერთი შემქმნელი ლეონიდ რინკი, რომლის განცხადებით, ნავალნის კომიდან გამოსვლა ადასტურებს, რომ მისი მოწამვლის შემთხვევაში „ნოვიჩოკი“ არ ყოფილა გამოყენებული. ამის შესახებ „რია ნოვოსტრი“ იუწყება.

„მე გამოვრიცხავ მის მოწამვლას, რადგან სიმპტომები არ გააჩნია. რომ გამოყენებულიყო სასიკვდილო დოზის 400-ჯერ ნაკლები კონცენტრაციაც კი, ის კომიდან გამოვიდოდა, მაგრამ მიოზი (გუგების შევიწროება) მაინც ექნებოდა. აქ კი მსგავსი სიმპტომები არ არის“ , - განაცხადა რინკმა.

მისი თქმით, „ნოვიჩოკი“ შეიქმნა იმისთვის, რომ ბრძოლის ველზე ბირთვული იარაღი ჩაენაცვლებინა და გააჩნია 100%-იანი ლეტალობა. რინკის თქმით, გამოდის, რომ ეს „ნოვიჩოკი“ არ ყოფილა.

ცნობისთვის, ბერლინის კლინიკაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს, - ამის შეესახებ „როიტერსი“ ბერლინის Charite-ის კლინიკაზე დაყრდნობით იუწყება.

„ჯერჯერობით მისი მძიმე მოწამვლის შესაძლო გრძელვადიანი შედეგების დადგენა ნაადრევია”, - ნათქვამია კლინიკის მირ გავრცელებულ განცადებაში.

Bloomberg-ი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ადამიანების შესახებ ახალ ცნობებს აქვეყნებს - რა დრო დასჭირდება მსოფლიო მოსახლეობის სრულ ვაქცინაციას

Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინას 6-17 წლის ასაკის მოზარდებზე პირველად გამოცდიან

აშშ-ის სენატმა იმპიჩმენტის საქმეზე დონალდ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო - "ველოდები ჩვენი საოცარი მოგზაურობის გაგრძელებას..."