ავტორი:

"თვითიზოლაციის პერიოდი გავიარე და ვბრუნდები " - არჩილ თალაკვაძე დღეიდან საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება

"თვითიზოლაციის პერიოდი გავიარე და ვბრუნდები " - არჩილ თალაკვაძე დღეიდან საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თვითიზოლაციაში ყოფნა დაასრულა. როგორც არჩილ თალაკვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დღეიდან საპარლამენტო საქმიანობას და საარჩევნო კამპანიას უბრუნდება.

საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი მოქალაქეებსაც მიმართავს და ურჩევს, პირბადის ტარებას, სოციალურ დისტანცირებას და დეზინფექციის საშუალებების გამოყენებას მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ და ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ.

„მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ 19-ის ინფექცია არ დამიდასტურდა, წესების თანახმად, თვითიზოლაციის პერიოდი გავიარე და ვუბრუნდები აქტიურ საპარლამენტო საქმიანობას და საარჩევნო კამპანიას. ერთმანეთის ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე ყველამ უნდა ვიზრუნოთ.

ყოველდღე ვინტერესდებოდი ჩემი დაცვის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობით და მიხარია, რომ მისი მკურნალობა გართულებების გარეშე მიდის. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

პირბადის და დეზინფექციის წესების გამოყენებამ მე და ჩემი თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა დაგვიცვა ვირუსის გადადებისგან. მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მივმართავ, რომ პირბადის ტარებას, სოციალურ დისტანცირებას და დეზინფექციის საშუალებების გამოყენებას მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ“, - განუცხადა არჩილ თალაკვაძემ „ინტერპრესნიუსს“.

არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში აგვისტოს ბოლოდან იმყოფებოდა. პარლამენტის თავმჯდომარე იზოლაციის რეჟიმში მას შემდეგ გადავიდა, რაც მისი პირადი დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

"პოლიციელზე ძალადობის მოწოდების ავტორის ადგილი აღარ იქნება არც აქციებზე და არც საერთოდ ჩვენთან" - ლევან ვარშალომიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"