ავტორი:

ბელარუსის პრემიერი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით აცრეს

ბელარუსის პრემიერი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით აცრეს

ბელარუსის პრემიერ-მინისტრი რომან გოლოვჩენკო კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით აცრეს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მისმა პრესსპიკერმა ალექსანდრა ისაევამ განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი თავს კარგად გრძნობს.

„პრემიერ-მინისტრმა ვაქცინა ხუთშაბათს, რუს კოლეგასთან საუბრის შემდეგ გაიკეთა. ის თავს არაჩვეულებრივად გრძნობს,“- აღნიშნა ალექსანდრა ისაევამ.

შეგახსენებთ, რუსეთმა გამალეიას ინსტიტუტის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Sputnik V 11 აგვისტოს ოფიციალურად დაარეგისტრირა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა "ჩავარდა" - კლინიკური ცდები მონაწილის ავად გახდომის გამო შეწყდა

"ქვეცნობიერად ამით საკუთარ თავზე უფრო მეტი თქვა" - მარია ზახაროვას "ძირითადი ინსტინქტი" სერბეთ-რუსეთს შორის პოლიტიკური სკანდალის მიზეზი გახდა

"მას გააჩნია 100%-იანი ლეტალობა, ნავალნის კომიდან გამოყვანა ადასტურებს, რომ ის "ნოვიჩოკით" არ არის მოწამლული" - "ნოვიჩოკის" შემქმნელი