ავტორი:

"პარაგრაფში" მყოფ პირს კორონავირუსი დაუფიქსირდა - "ის სასტუმროში დროებით იმყოფებოდა"

"პარაგრაფში" მყოფ პირს კორონავირუსი დაუფიქსირდა - "ის სასტუმროში დროებით იმყოფებოდა"

პიროვნება, რომელსაც Covid19 დაუდასტურდა, არ არის სასტუმროს “პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილი“-ს შტატში რიცხული თანამშრომელი და სასტუმროში დრობით იმყოფებოდა , - ამის შესახებ სასტუმრო “პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილის” განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც სასტუმროს ადმინისტრაცია აცხადებს, დაინფიცირებული პირის ოჯახის წევრები ბათუმში ისვენებდნენ და იგი დროის გარკვეულ ნაწილს მათთან ატარებდა.

„აღნიშნულ პირს, ვირუსი დაუდასტურდა თბილისში ყოფნისას და იგი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამედიცინოდ დაწესებულებაში.

რამდენიმე თანამშრომელს, რომელიც იყო მასთან შემხებლობაში ჩაუტარდათ ტესტირება და ყოველივე მათგანს მიღებული აქვთ უარყოფითი პასუხები და ისინი ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი რეკომენდაციებით რჩებიან იზოლაციაში

სასტუმრო პარაგრაფი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას“, - აღნიშნულია სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ძლიერი წვიმა თბილისში - დატბორილია რამდენიმე ქუჩა (ფოტოები)

ამირან გამყრელიძე მშობლებს მიმართავს - "ერთ კვირაში იწყება სწავლა, ეს არის მობილობის კიდევ ერთი ზრდა"

"სუფრიდან, რომელიც დაკავშირებული იყო ბედნიერებასთან ოჯახის 5 წევრი დაინფიცირდა, თავი შეიკავეთ თავშეყრებისგან" - გამყრელიძე