ავტორი:

"კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 3 სამედიცინო პერსონალია" - მარინა ეზუგბაია ეპიდვითარებაზე

"კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 3 სამედიცინო პერსონალია" - მარინა ეზუგბაია ეპიდვითარებაზე

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 3 ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია.

მისივე ინფორმაციით, კოვიდცენტრებში 421 პაციენტი მკურნალობს.

„დაგვემატა 44 ახალი შემთხვევა და დღევანდელი მონაცემით 1773 გახდა. 44 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 7 არის „დონასთან“ დაკავშირებული შემთხვევები, 12 ქალაქ ბათუმთან დაკავშირებული შემთხვევა, 12 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 2 ეპიდკერაში მოგზაურობის ისტორიით არის, 5 იმპორტირებულია, 3 სამედიცინო პერსონალია, სამ შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების მოკვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით.

მხოლოდ 4 გამოჯანმრთელდა, ამ მონაცემებით გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა არის 75. კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 421 პაციენტი.

ქვეყანაში კრიტიკულად მძიმე არის კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი, მძიმე - 17“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ხუთი ათეულიც რომ იყოს, ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება და სერიოზული გარდაქმნები არ დასჭირდება.

მისივე თქმით, დღეს არსებული მონაცემები საშიშროების საფუძველს არ იძლევა.

„ასეთი მონაცემები არ იძლევა საშიშროებას, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამ მონაცემებს ვერ გაუმკლავდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამაზე მეტი რაოდენობა არ განვითარდეს. სამი ათეული, ოთხი ათეული თუ ხუთი ათეული არის ის მონაცემები, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება და არ დასჭირდება სერიოზული გარდაქმნები. უბრალოდ საუბარი მიდის იმაზე, რომ არსებული მატების გამო რეგულაციები შესრულდეს და თუ არ სრულდება, მის კონტროლზე და აღსრულებაზე უნდა იყოს სიმკაცრე გამოვლენილი“, - განცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაია აღნიშნავს, რომ ინფიცირებულთა რიცხვის შემცირების პერიოდშიც სიფხიზლე და რეგულაციების მკაცრად დაცვაა საჭირო.

„მონაცემთა შემცირების პერიოდშიც არ უნდა მოგვიდუნდეს სიფხიზლე. ჩვენი ცხოვრების წესი covid-19-თან დაკავშირებით, უნდა ვიცოდეთ, რომ აუცილებლად რეგულაციების აღსრულებას ითხოვს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

10 სექტემბრიდან იუბილეეების, ქორწილების და ქელეხების გამართვა იკრძალება

"COVID-19-ის მკურნალობაში დექსამეტაზონის გამოჩენამ გარდატეხა მოახდინა"  - რა სიახლეებია კორონავირუსის გამოვლენისა და მიმდინარეობის თვალსაზრისით?

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) პირველ სტუდენტებს მიიღებს