ფოთს ქარბორბალამ გადაუარა

ფოთს ქარბორბალამ გადაუარა

ფოთს ქარბორბალამ გადაურა, რომელიც დაახლოებით ხუთი წუთი გაგრძელდა. სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ქალაქის სხვადასხვა უბნის ათეულობით მოსახლე.

ფოთის მერიის ინფორმაციით, ძლერმა ქარმა 30 კერძო და ერთ მრავალსართულიან სახლს სახურავები გადახადა, მოთხრილია ხეები.

ამასთან, ქალაქში დილიდან კოკისპირულად წვიმს, რამაც ზოგიერთი უბნის დატბორვა გამოიწვია.

როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის. დახმარებისთვის საჭირო თანხები მერის სარეზერვო ფონდიდან გაიცემა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია