ავტორი:

ცაგერის მუნიციპალიტეტში ორი სოფელი ჩაიკეტა

ცაგერის მუნიციპალიტეტში ორი სოფელი ჩაიკეტა

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტში ორი სოფელი ჩაიკეტა. სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში გადაადგილება დღეიდან იზღუდება.

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორის, გიორგი მაქარაშვილის ინფორმაციით, მიზეზი კორონავირუსის გახშირებული რაოდენობა გახდა.

დღეს სოფლებში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაწყებულია მოსახლეობის ტესტირება.

COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე ჩაუტარდება პირველადი თერმოსკრინინგი და ტესტირება. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, აღნიშნულ დასახლებებში შემსვლელი და გამომსვლელი მოქალაქეების სავალდებულო თერმოსკრინინგს და ტესტირების პროცესს აქტიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში გაუწევს მონიტორინგს.

აღსანიშნავია, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას ვირუსის გავრცელების აღმოსაფხვრელად მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "8 ერში" ითამაშებს

გადავინაცვლეთ "ყვითელ ზონაში", ვართ "მწვანე" და განგაშის ეტაპს შორის - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

უღარიბესი ბავშვები ყველაზე დაუცველნი აღმოჩნდნენ COVID-19-ის პანდემიის  წინაშე მსოფლიოს მასშტაბით - Save the Children International-ის ანგარიში