ავტორი:

ვინ არის ხუთი ქალი, რომელიც "ოცნების" პირველ ოცეულში მოხვდა

ვინ არის ხუთი ქალი, რომელიც "ოცნების" პირველ ოცეულში მოხვდა

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის პირველი ოცეული ცნობილია. პარტიის სიის პირველი ნომერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება. სიის მეორე ნომერი მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

სიის პირველ ოცეულში ხუთი ქალია, ესენი არიან - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი; მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც ამჟამად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს იკავებს.

მაია ბითაძე, რომელიც "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდს 2014 წელს შემოუერთდა, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის რანგში. 2017 წლიდან კი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

"ოცნების" სიის ოცეულშია მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც დღემდე ევროკავშირში, ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მეხუთე ქალბატონი, რომელიც რჩეულთა რიგებში მოხვდა, მარიამ ლაშხია. მას კერძო სექტორში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება აქვს.

ეთერშია გადაცემა ”რეზიუმე”

"კახა კალაძის გავლენა მომავალ პარლამენტზე გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე ის იყო მე-9 მოწვევის პარლამენტზე" - ხათუნა ლაგაზიძე

"ივანიშვილმა სია შეარჩია კლასიკური საბჭოური კრიტერიუმით... "ნაცმოძრაობის" სიაში ბუბა კიკაბიძის გამოჩენაში კი არის რაღაც პოლიტიკური ლოგიკა" - ექსპერტი