ავტორი:

"სქრინშოტი გაყალბებულია ტოტალურად" - რას ამბობს Zoom Earth-ი ბაჩალიაშვილის საქმის ფარგლებში ადვოკატის გამოქვეყნებულ ფოტოებზე

"სქრინშოტი გაყალბებულია ტოტალურად" - რას ამბობს Zoom Earth-ი ბაჩალიაშვილის საქმის ფარგლებში ადვოკატის გამოქვეყნებულ ფოტოებზე

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი, 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დაცვის მხარის მიერ რამდენიმე დღის წინ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი სატელიტური ფოტოს სიყალბე "თვითერზე" მიმდინარე დისკუსიისას, დაადასტურა ონლაინ Zoom Earth-მა, რომლის საძიებო პანელიც ჩანდა ბაჩალიაშვილების ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე.

"სქრინშოტი გაყალბებულია ტოტალურად. რეალურ დროში მყოფი გამოსახულებები ხელმისაწვდომია მხოლოდ მასშტაბის დაბალ დონეზე, სადაც ჩანს ქალაქები, ღრუბლები. შენობების და მანქანების გამოსახულება თვეების ან წლების წინანდელია", - წერს Zoom Earth-ის ოფიციალური არხი "თვითერზე".

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Wow, they totally faked that screenshot. Near real-time imagery is only available at low zoom levels where cities/clouds are visible. Imagery of buildings/cars will be months or years old.</p>&mdash; Zoom Earth (@zoom_earth) <a href="https://twitter.com/zoom_earth/status/1303757600912269313?ref_src=twsrc%5Etfw">September 9, 2020</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

შეგახსენებთ, 8 სექტემბერს, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გასაჯაროებული სატელიტური ფოტოების შემდეგ მიხეილ რამიშვილი 9 სექტემბერს პროკურატურაში დაიბარეს და სთხოვეს, დაესახელებინა წყარო, რომელმაც გრაფიკული მასალა მიაწოდა. ადვოკატის მტკიცებით, მის მიერ გავრცელებულ ფოტოზე ჩანს თანამგზავრიდან 2020 წლის 19 ივლიის გადაღებული სოფელ მაწევანის ტერიტორია, სადაც 4-დღიანი ძებნის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

"მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორც ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში, ასევე რამდენიმე ფოტოსურათი" - პროკურორი

"პროკურატურაში მობილური ტელეფონი ჩამომართვეს, ვერაფერს იპოვიან" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

ქუთაისში, რესტორან "პალადიუმის" მიმდებარედ 20 წლის ბიჭი დაჭრეს