ავტორი:

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმატების ისტორია და ახალი ინიციატივები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმატების ისტორია და ახალი ინიციატივები

4000 სტუდენტი, 6 საგანმათლებლო პროგრამა, 150-ზემეტიმსხვილიადგილობივიდასაერთაშორისოპარტნიორი, 70-ზე მეტი ინოვაციური სტუდენტური სტარტაპი, თანამშრომლობა 40-მდე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან, მათ შორის, რეგიონში პირველად:MIT, Les Roches, Henley Business School, Webster University, Paris Business School, Citadel Military College. სწავლების აღიარებული სტანდარტები და კურსების საერთაშორისო სერტიფიცირება, ბრიტანეთის სამეცნიერო პარკთან პარტნიორობით დაფუძნებული მეწარმეობის ცენტრი 2000-მდე ბენეფიციარით, ბიზნეს კლინიკა და გლობალური სტარტაპ ფონდი, რეგიონში პირველად - MIT-ისგლობალურისტარტაპლაბისგადამზადებისპროგრამა სრული დაფინანსებით, ვებსტერის პირველი რეგიონალური კამპუსი, ESx.ge - ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, აღიარებასაერთაშორისო სტარტაპ კონკურსებში, კოდინგის სკოლა ქალებისთვის, ხელოვნური ინტელექტისდა კიბერ-უსაფრთხოების ლაბორატორიები, ტექნოლოგიურიფესტივალები, ჰაკათონები, დასაქმების ფორუმები, ოლიმპიადები - ეს მხოლოდ ნაწილია იმ წარმატებული შედეგებისა, რასაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა 4 წლის განმავლობაში მიაღწია.

BTU-ს მიღწვებისა და სამომავლო გეგმების, "ინიციატივა 5.0"-ის შესახებ პრეზენტაცია დაინტერესებული მხარეებისთვის სასტუმრო სტამბაში 11 სექტემბერს გაიმართა. მიღწეულ შედეგებთან ერთად, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარემ, მიხეილ ბატიაშვილმა და რექტორმა, ნინო ენუქიძემ მოწვეულ სტუმრებს, - საერთაშორისო, საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ის ინიციატივები და ინოვაციური პროექტები გააცნეს, რომლებიც უახლოეს მომავალში განხორციელდება.

BTU-ს „ინიციატივა 5.0”საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას, რეგიონში ციფრული დომინირების მოპოვებასა და ტექნოლოგიების მოწინავე სექტორებში ინტეგრირების სტიმულირებას გულისხმობს.ამ მიზნით, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, BTU მასშტაბურ პროექტებს ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში განახორციელებს, როგორებიცაა განათლება, ჯანდაცვაფინანსები, სოფლის მეურნეობა, მწვანე ტექნოლოგიები, კულტურის, მედიის ტექნოლოგიები და სხვ.

ცოდნის ბანკი - მასშტაბური პლატფორმა, რომელსაც BTU თავის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს, ციფრულ სივრცეს, სტუდენტის ტექნოლოგიურ მეხსიერებას წარმოადგენს და სხვადასხვა მოწინავე ინდუსტრიის გარშემო საუკეთესო ავტორების მიერ შექმნილ ლიტერატურას, სახელმძღვანელოებს, სტატიებს, ვიდეოებს და სხვა მასალას აერთიანებს. პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს, შექმნას პერსონალური სამუშაო გარემო, გააკეთოს ჩანაწერები, და მთელი ცხოვრების განმავლობაში, გაამდიდროს საჭირო ინფორმაციით.

ცოდნის ბანკი აშშ-ს სილიკონ ველიში შექმნილი სამუშაო აპლიკაცია Notion-ის პლატფორმის ბაზაზე შეიქმნა.აპლიკაციას 4 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

„ქვითარი მომგებიანია!“ - კარფური  8 წლის იუბილეზე  ერთგულ მომხმარებელს უსასრულო ქულებით, საჩუქრებით და აქციებით ელოდება!

სილქნეტის ონლაინ გათამაშება იწყება

„საპარტნიორო ფონდი“ „თელასში“ „საპარტნიორო ფონდის“ წილის გასხვისების საჯარო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს