ავტორი:

ვინ არის ვიქტორ სანიკიძის მხატვარი მეუღლე - ივანიშვილებთან დაახლოებული "ოცნების" დეპუტატის პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალები

ვინ არის ვიქტორ სანიკიძის მხატვარი მეუღლე - ივანიშვილებთან დაახლოებული "ოცნების" დეპუტატის პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალები

ცნობილმა კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ სპორტული კარიერა სამი წლის წინ დაასრულა. ბერძნული "არისი" მისი ბოლო კლუბი გახლდათ, სადაც თამაში დაიწყო, მაგრამ სერიოზული ტრამვების გამო, სპორტთან დამშვიდობება მოუხდა.

კალათბურთელი წლების მანძილზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. 2004 წელს NBA-ს დრაფტზე ატლანტამ ის 42-ე ნომრად აირჩია და სან ანტონიოს გაუცვალა 2005 წლის დრაფტის არჩევის უფლებასა და გარკვეულ თანხაში.

2007 წლის ზაფხულში მან სან ანტონიოს რიგებში საზაფხულო ლიგაზე ითამაშა, თუმცა სპორტული კარიერის მანძილზე NBA-ში თამაში არ მოუწია. სანიკიძე ყოველთვის პოპულარული იყო საპირისპირო სქესში. ის არაერთ ცნობილ ქალთანაც დაუწყვილებიათ. ერთ-ერთი ჭორი გახლდათ სოფო ნიჟარაძესთან რომანი, რომელიც მომღერლის მიერ ვიქტორ სანიკიძის მხარდამჭერი პოსტის გაზიარებას მოჰყვა.

მოგვიანებით კალათბურთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სოფოსთან მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდა.

"გარეგნობას მივაქცევ ყურადღებას, ძალიან დაბალი, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს. პირველ რიგში, ფიზიკურად უნდა მომეწონოს, არ ვამბობ, რომ მონიკა ბელუჩი უნდა იყოს, მაგრამ ცოლი რომ გყავს, შეხედვა ხომ უნდა გესიამოვნოს? მერე ხასიათსაც მივაქცევ ყურადღებას და ეს არის (იღიმება)..."- ასე პასუხობდა სანიკიძე ჟურნალისტებს, როდესაც სასურველი ქალის შესახებ უსვამდნენ კითხვებს.

ოთხი წლის წინ ვიქტორ სანიკიძემ საყვარელი ქალი გამოაჩინა. მისი გულის მოგება სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა მაი ბიწაძემ შეძლო. წყვილმა ერთმანეთი ნიკა ცქიტიშვილის მეუღლის, სოფო გოგებაშვილის საშუალებით გაიცნეს.

გოგონები წლების მეგობრები იყვნენ. ვიკა სანიკიძე და მაი ბიძაწე მალე დაქორწინდნენ და 2019 წლის აპრილში შვილი ნიკალა შეეძინათ. კალათბურთელი ახლო მეგობარია ბერა ივანიშვილის და მეუღლეებთან ერთად "პარაგრაფში" ხშირად ისვენებენ ერთად.

როგორც უკვე გიყვებოდით, ვიქტორ სანიკიძის მეუღლე მხატვარია, რამდენიმე წლის წინ პერსონალური გამოფენაც ჰქონდა, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო. ვიქტორ სანიკიძის ცხოვრებაში დაახლოებით ერთი წლის წინ საკმაოდ მძიმე ფაქტი მოხდა.

სპორტსენის დედა კორონავირუსით გარდაიცვალა. სანიკიძე პარლამენტში 2020 წლის არჩევნების შემდეგ მოხვდა. როგორი იქნება სპორტსმენის პოლიტიკური კარიერა, ამას დრო გვიჩვენებს.

"ინტერპრესნიუსის" ფოტოგრაფი, რომელსაც "პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, კლინიკიდან გაწერეს

"დღემდე შვილებისთვის ქართული სახელების დარქმევა გვეკრძალება" - ქართულ სექტორზე სწავლა შეიძლება საინგილოს კიდევ ერთ სკოლაში გაუქმდეს

"მე და ჩემი ოჯახის წევრები ამ საქმეზე შეყვარებული ვართ, აქ ყველაფერი ჩვენი ხელითაა გაკეთებული" - ცნობილი იურისტის ვენახი და მშვენიერაძეების მშვენიერი ღვინის ამბავი