ავტორი:

ხაშურის სკოლაში საკლასო ოთახი გარეთ გამოიტანეს (ფოტო)

ხაშურის სკოლაში საკლასო ოთახი გარეთ გამოიტანეს (ფოტო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება, ხოლო კლასებში სწავლება 1 ოქტომბრიდან გაგრძელდება.

რაც შეეხება, ქვეყნის მასშტაბით სხვა სკოლებს, იქ სწავლა პრემიერის გადაწყვეტილებით, 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება. გახარიას თქმით, ხელისუფლება ამისათვის მზად იყო და წინასწარ ჰქონდა მომზადებული სწავლების ჰიბრიდული ფორმა.

იმ სკოლებს შორის, რომლებიც სწავლებას საკლასო ოთახში სამ დღეში დაიწყებენ, ხაშურის სკოლაცაა. სწორედ აღნიშნული სკოლის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს მოჰყვა გამოხმაურება "ფეისბუქზე".

"ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლა სრულ მზადყოფნაშია 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყებად" - ამ ტექსტით ავრცელებს სასწავლო დაწესებულება ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ სკოლამ ერთ-ერთი საკლასო ოთახი გარეთ გამოიტანა.

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა სკოლის ადმინისტრაციას იდეა მოუწონეს. ისინი აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე ეს საუკეთესო გამოსავალია.

"მაიამ და ლელამ რომ ნახეს ფსიქიკურად ნორმალური ვიყავი, იქირავეს ადვოკატი და დააჭერინეს ჩემი თავი...“ - გუკა რჩეულიშვილი

"ღამით მარიამი გარდაიცვალა. ისე ცუდად ვარ, მართლა მაკანკალებს - ცალკე ტკივილისგან და ცალკე ბრაზისგან..." - რას წერს გიორგი კეკელიძე

ლალი მოროშკინა კლინიკებს ვერცხლისებრი ევკალიპტის სადეზინფექციო ხსნარებით ამარაგებს