ავტორი:

ერეკლე თედლიაშვილი, რომლის ცემის ფაქტზე გიორგი კანდელაკის ბიჭი დააკავეს, გარდაიცვალა

ერეკლე თედლიაშვილი, რომლის ცემის ფაქტზე გიორგი კანდელაკის ბიჭი დააკავეს, გარდაიცვალა

8 ივნისს, გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი დღეს დილით, თბილისში, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამი თვის განმავლობაში თედლიაშვილს რამდენიმე ოპერაცია და სარეაბილიტაციო კურსი ჩაუტარდა, თუმცა, დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩებოდა.

"უმძიმეს მდგომარეობაში ვართ, ერეკლე გარდაიცვალა. სამ თვეზე მეტი გავიდა მომხდარიდან, ჩაუტარდა რამდენიმე რთული ოპერაცია, შემდგომ, სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანეს, მაგრამ მალევე მისი კლინიკაში დაბრუნება გახდა საჭირო. გუშინ საღამოს ისევ იჩინა თავი სხვა პრობლემამ, იგეგმებოდა მორიგი ოპერაცია, მაგრამ დღეს დილით გარდაიცვალა", - განაცხადა AMBEBI.GE-სთან ერეკლე თედლიაშვილის ოჯახის ადვოკატმა თამარ თედლიაშვილმა.

შეგახსენებთ, 8 ივნისს, საღამოს საათებში, გორში მდებარე რესტორან "ჟოზეფში“ ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავებმა თარაშ კანდელაკი დააკავეს, რომელსაც გორის რაიონულმა სასამართლომ 12 ივნისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული თარაშ კანდელაკის სასამართლო პროცესი 31 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა 15 სექტემბრისთვის გადაიდო. სასამართლო სხდომის გადადება პროკურატურამ მოითხოვა, იმ მოტივით, რომ დანიშნული დამატებითი კომისიური ექსპერტიზის პასუხები 31 ივლისისთვის ცნობილი ჯერ არ იყო.

"ჰესი ჩაკეტილია. ამ ხალხს სხვა ადამიანებთან კონტაქტი არ უწევს" - ექსკლუზიური ფოტოები ენგურჰესიდან, რომლის არაერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

"აჭარაში ჰოსპიტლები გადაჭედილია, ბინაზე მოვლის მეთოდზე სწრაფად უნდა გადავიდეთ" - ინფექციონისტი

"182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარაში დადასტურდა... უარს არ ამბობენ დიდ ქორწილებზე, კვლავ ტარდება, რაც ძალიან ცუდია, თავი შევიკავოთ" - მარინა ეზუგბაია