ავტორი:

"ლევანის მეგობარია დადებითი... მე საღამოს სპაზმი და ხველა მქონდა, გოგიჩა მიყურებდა გაოცებული" - რას წერს კლინიკიდან დეპუტატის ჟურნალისტი მეუღლე

"ლევანის მეგობარია დადებითი... მე საღამოს სპაზმი და ხველა მქონდა, გოგიჩა მიყურებდა გაოცებული" - რას წერს კლინიკიდან დეპუტატის ჟურნალისტი მეუღლე

ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა, ამბობს, რომ მის კონტაქტებზე ტესტირებისას უარყოფითი პასუხი მოვიდა, ხოლო მეუღლის, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის ერთ მეგობარზე - დადებითი.

ამის შესახებ ბუკია "ფეისბუქზე" წერს, სადაც ასევე მისი და მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც საუბრობს. როგორც ცნობილია, ლევან გოგიჩაიშვილი და ვიკა ბუკია მკურნალობას ბოჭორიშვილის კლინიკაში გადიან.

"ჯერ-ჯერობით ჩემი კონტაქტები უარყოფითია. ლევანის მეგობარია დადებითი. მაგრამ გოგიჩას მეგობრის კონტაქტები გადარჩნენ, უკვე სამნი გავხდით ჩვენი კლასტერიდან.

დილა იწყება სხვებთან რეკვით. მყავს 1 ადამიანი გოგიჩას კლასტერიდან ვისი ბედიც მაწუხებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

ლევანს კიდევ გადაუღეს კატე. ანთების კერა არაა გაზრდილი. მარჯვენა მხარეს არის პატარა კერა. ანტიბიოტიკის კურსი გრძელდება. ორი ფორმით: აბები და გადასხმა. ანტიბაქტერიულ საშუალებებთან რაც ისმევა სტანდარტულად იმასაც აძლევენ (კუჭ-ნაწლავის აღმდგენი, სოკოვანის საწინააღმდეგო).

გვიკეთებენ ორივეს დამათხელებელს კანქვეშ (სისხლის შედედება კორონას ცოდნია). ისევ გვიყენია გადასხმა დილაობით. ორივე ვსვამთ ხველების საწინააღმდეგო სიროპს. ჩვეულებრივ სიცხის დამწევებს და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს.

საღამოს 38,5 მქონდა, სპაზმი და ხველა. გოგიჩა მიყურებდა გაოცებული. რომ მიხვდა რომ ჩემით არ ვფართხალებ და არ ვაშაყირებ (მაქვს ხოლმე ასეთი ხუმრობები) დაუძახა ექიმს და დამარჭვეს დექსა. სპაზმი ეგრევე მოიხსნა. მაგრამ მაჟრიალებდა ღამემდე. ნინიას ტესტის პასუხს ველოდებოდი და არ გამოვრიცხავ რომ ნერვიულობამაც თავისი წილი მიქნა.

მეგონა დილის პოსტში დავწერდი რა ცუდად ვარ, მაგრამ გათენდა და ისევ ყველა სიმპტომი გაქრა. ვერ ვხვდები სად გაუჩინარდა ეს ყველაფერი. ხველაც გაქრა, სიცხე, თავის ტკივილიც, სურდოც და ის ყველაფერი ღამე რაც მაწუხებდა. სრულიად უსიმპტომო ვარ. ახლა ვხვდები რატომ დადიან კორონიანი ადამიანები ქუჩაში. ზოგიერით მათგანი უბრალოდ თავს კარგად გრძნობს.

საინტერესოა ერთღამიანი სიმპტომები მქონდა და თუ ისევ ვერ ვიქნები კარგად საღამოს. დაველოდოთ. დავწერ. ნინია უსიმპტომოა და მეც იმედიანად ვარ. შევხედავ ხოლმე თეოს გზავნილიდან შემორჩენილ საჰაერო ბუშტს, რომელსახ აწერია - კარგად მალე იყავიო და ვხვდები: ასეთი მომენტების გამო ცხოვრება მშვენიერია" - წერს ბუკია.

"დამირეკა თბილისის მერმა, გამამხნევა... რთულია შეეგუო დიაგნოზს - კოვიდინფიცირებული" - რას წერს მუნიციპალური ინსპექციის ინფიცირებული თანამშრომელი

"კართან დამხვდა ნასვამი, აგრესიული იყო, ამოიღო იარაღი და 2-ჯერ მესროლა" - რამაზ ხარაზიშვილი თავდასხმის დეტალებსა და რაგბის სამყაროში არსებულ დაპირისპირებაზე

"მომასმენინეს გოგოებმა, როგორ უწოდებენ მას "გიჟს", ჩემს ტვინით გატენილ დედას" - რას წერს თაკო ჩარკვიანი კორონავირუსით ინფიცირებული დედის შესახებ