ავტორი:

"ავხსნი, რატომ არ არის ეს პანიკის საფუძველი" - სად გამოვლინდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა და რას ამბობს ეზუგბაია ინფიცირებულებზე

"ავხსნი, რატომ არ არის ეს პანიკის საფუძველი" - სად გამოვლინდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა და რას ამბობს ეზუგბაია ინფიცირებულებზე

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონას 158 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 87 - აჭარას, 18 კი თბილისს უკავშირდება.

მისივე განმარტებით, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი პანიკის საფუძველს არ იძლევა, რადგან მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ სწრაფი და თანაზომიერი ქმედებები განხორციელდა.

"დღეისთვის დაგვემატა 158 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გვაქვს 2075. ეს 158 დადასტურებული შემთხვევა ასეთი განაწილებითაა - 87 არის აჭარა, 28 არის სამეგრელო, 19 - იმერეთი, 6 არის - გურია და 18 - თბილისი.

ასეთი მაჩვენებელი ქვეყანაში არ ყოფილა, მაგრამ ეს ჩვენ პანიკის საფუძველს არ გვაძლევს და ამიტომ მინდა გითხრათ, რომ შედარებით წყნარად ვიყოთ და ავხსნი, რატომ არ არის ეს პანიკის საფუძველი. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მყისიერი, სწრაფი, თანაზომადი ქმედებები განხორციელდა მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის მიერ, ძალიან სწრაფად მოხდა ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება და მათი გამოკვლევა,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე განმარტებით, ბათუმსა და ცაგერში ვირუსი თითქმის ლოკალიზებულია.

"შემიძლია გითხრათ, რომ ამ 158-დან ყველაზე დიდი რაოდენობა არის ბათუმში და ბათუმში თითქმის უკვე ლოკალიზაციისკენ მივდივართ, ანუ ასეთი სწრაფი კვლევები იმის საშუალებას იძლევა, რომ მათი კონტაქტების იზოლაცია მოვახდინოთ, რითიც ჩვენ მყარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაავადების გავრცელების შეწყვეტას განვახორციელებთ. ბათუმი თითქმის ლოკალიზებულია. ლოკალიზებულია ასევე ცაგერი“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ახლობლები ქვემო თელეთიდან გაუჩინარებულ 14 წლის ბიჭს ეძებენ

როგორ შევუსაბამოთ განათება ინტერიერს

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ორსული პაციენტი მოათავსეს