ავტორი:

კორონავირუსი დაუდასტურდა 3 პირს, რომლებიც გორში გამართულ ქორწილში იმყოფებოდნენ

კორონავირუსი დაუდასტურდა 3 პირს, რომლებიც გორში გამართულ ქორწილში იმყოფებოდნენ

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევიდან, 3 - გორში, ერთ-ერთ რესტორანში გამართულ ქორწილში სტუმრად მყოფ პირს დაუდასტურდა.

გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებიდან სამ ადამიანს დაუდასტურდა კოვიდინფექცია, თუმცა, არცერთი მათგანი გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრები არ არის.

"სამ ადამიანს, რომელიც გორში გამართულ ქორწილში სტუმრად იმყოფებოდა სხვა რეგიონიდან, კორონავირუსი დაუდასტურდა. არცერთი მათგანი არ არის გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრები.

თუმცა, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მათთან კონტაქტში მყოფთა დადგენა და ეპიდკვლევები. არაერთ ადამიანს მიეცა თვითიზოლაციის რეკომენდაცია, ყველა საეჭვო შემთხვევაზე ტარდება ტესტირება“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარი გიუნაშვილმა.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 158 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2075 გახდა.

"კონტაქტურები და ადეკვატურები არიან" - შატილში ავარიისას დაშავებული სამივე პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა

გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

"სმარტი" ახალი ფორმატის სუპერმარკეტების ქსელის განვითარებას განაგრძნობს