მცხეთაში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ გიორგაძემ განუცხადა, ცეცხლი მცირე ფართობზე, ხეებსა და ბუჩქებს უკიდია.
"თბილისიდან გასული ბრიგადები უკვე მუშაობენ ხანძრის ლოკალიზაციისთვის და, სავარაუდოდ, მალე ჩააქრობენ კიდეც. არც ჯვრის მონასტერზე და არც მის შემოგარენზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე არ არსებობს", - განაცხადა გიორგაძემ.
მისივე თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.