ავტორი:

ქუთაისში "პატრიოტთა ალიანსის" აქციაზე ბორში მიიტანეს - "ეს ქალაქი არ უჭერს მხარს ანტიდასავლურ, მოძალადე პოლიტიკურ პარტიას"

ქუთაისში "პატრიოტთა ალიანსის" აქციაზე ბორში მიიტანეს - "ეს ქალაქი არ უჭერს მხარს ანტიდასავლურ, მოძალადე პოლიტიკურ პარტიას"

ქუთაისში "პატრიტთა ალიანსის" აქცია სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ გააპროტესტა და ამ მიზნით ქუთაისის ცენტრში ბორში მიიტანა.

"მოკლედ, რომ გავიგე "პატრიოტთა ალიანსი" დღეს დიდ აქციას მართავდა ქუთაისის ცენტრში, გადავწყვიტე, სამოქალაქო პროტესტი გამომეხატა პერფომანსის სახით, სახლში გავამზადე რუსებისთვის საყვარელი სლავური კერძი ბორში და მივიტანე აქციაზე ქალაქის მოედანზე(სადაც იწყებოდა მათი აქცია) პლაკატით "რუსული ბორში პრორუსებისთვის". მადლობა ყველა ტელევიზიას და მედიას გაშუქებისთვის,

ეს ქალაქი არ უჭერს მხარს ანტიდასავლურ, მოძალადე, რუსეთისგან დაფინანსებულ, ქოცების სატელიტ პოლიტიკურ პარტიას მხარს და იცოდეთ ეს კარგად", - წერს აკაკი საღინაძე "ფეისბუქის" გვერდზე და პერფორმანსის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა და ცნობად მიიღო

"იქ ჩვენი თავისუფლებისმოყვარე მეგობრების მხარდასაჭერად ჩავფრინდი" - რა ფოტოებს აქვეყნებს და რას წერს მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტზე