ავტორი:

"მაიამ და ლელამ რომ ნახეს ფსიქიკურად ნორმალური ვიყავი, იქირავეს ადვოკატი და დააჭერინეს ჩემი თავი...“ - გუკა რჩეულიშვილი

"მაიამ და ლელამ რომ ნახეს ფსიქიკურად ნორმალური ვიყავი, იქირავეს ადვოკატი და დააჭერინეს ჩემი თავი...“ - გუკა რჩეულიშვილი

"ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი და კინოპროდიუსერი გუკა რჩეულიშვილი ორი თვეა, რაც პატიმრობიდან გათავისუფლდა. გუკა 12 მარტს ცოლის, ლელა კილაძის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გაცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით, საკუთარ სახლთან დააკავეს.

მართალია, სასამართლომ 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, მაგრამ საპატიმრო ოთხ თვეში დატოვა. აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოთი, დაახლოებით, 2 თვის წინ შეუცვალა.

გუკა რჩეულიშვილმა მომხდართან დაკავშირებით პირველი კომენტარი "ფეისბუქის" პირად გვერდზე გააკეთა და შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:

"ერთი, ორი სიტყვა ჩემ დაჭერაზე ხომ უნდა ვთქვა?! "იტოგში“ მე მართლა ისეთ სიმაღლეზე დავფრინავდი, რომ პატარა შეცდომა სიკვდილი იყო! ამიტომ, მაიამ და ლელამ რომ ნახეს ფსიქიკურად ნორმალური ვიყავი, რაც კვლევით დამტკიცდა და საგიჟეთი არ მიტოვებდა, იქირავეს ადვოკატი და დააჭერინეს ჩემი თავი. ხომ კარგი ვარიანტია, მაგრამ მანდ არ მთავრდება.

4 თვეში რომ გამოვედი, იმ ქალბატონი ადვოკატის, რომელიც ჩემი წინააღმდეგი იყო, მისი გასამრჯელოს ნახევარი რაც დარჩენილი იყო, მე გადამახდევინეს. დედას ვფიცავარ რა კლასია. რეალურად თუ მაგრად არ ვუფასებდე ორივეს. რა ძნელია განსაკუთრებით ლელას მხრიდან, იმიტომ, რომ განცხადების გაკეთება მას მოუწია!

ასე მოხდა ეს ისტორია, არც ინშალაჰ და მაშალაჰ ამას არ უნდა, მაგრამ ადვოკატის თემა "უთელესია...“ - წერს გუკა რჩეულიშვილი.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით ლელა კილაძე და გუკა რჩეულიშვილი არ შერიგებულან. როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, ბაკურიანში ცოტა ხნის წინ რჩეულიშვილმა შვილებთან - კატოსთან და თრინითისთან ერთად დაისვენა. თრინითი გუკას და ლელა კილაძის საერთო შვილია, ხოლო კატო მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

"ბევრი ვირუსი იცით,  გამოჯანმრთელების შემდეგ - მე-7 დღეს, 39-გრადუსიანი სიცხით" - როგორია ლევან გოგიჩაიშვილის და მისი მეუღლის ჯანმრთელობის  მდგომარეობა

"ვერ დავტკბი მისი პატარაობით, ისე გაიზარდა თვალსა და ხელს შუა" - ირაკლი ოქრუაშვილმა შვილი, საფრანგეთში სასწავლებლად, ემოციური პოსტით გააცილა

"გაგანია ვირუსის დროს ერთი ადამიანიც რომ არ გაკლასტერდა ტაძარში, ახლა რას ფიქრობენ ნეტა?!" - ნატო დუმბაძე