ავტორი:

სოფელ მატანში, სადაც COVID-19-ის 10-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მოსახლეობის ტესტირებისთვის კარვები დადგეს

სოფელ მატანში, სადაც COVID-19-ის 10-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მოსახლეობის ტესტირებისთვის კარვები დადგეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში კორონავირუსის 10-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სოფლის შესასვლელ-გასასვლელში დილიდან კარვებია მოწყობილი, სადაც მოსახლეობას თერმოსკრინინგი უტარდება.

პრევენციის და ვირუსის დროულად გამოვლენის მიზნით, იგეგმება ყველა მცხოვრებისთვის ტესტირების ჩატარება.

პარალელურად ეპიდემიოლოგთა ჯგუფი დაინფიცირებული მოსახლეობის კონტაქტებს აქტიურად სწავლობენ.

სოფელ მატანში Covid 19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული პირველი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა. ინფიცირების წყარო ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც 5 სექტემბერს გორში ქორწილი ჰქონდა.

დაინფიცირებულები არიან ახალგაზრდა ბიჭის მშობლებიც.

საქართველოს საზღვრიდან 4 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

განათლების მინისტრის მოადგილე - ჩვენი მოლოდინია, რომ სასწავლო პროცესი პირველი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში დაიწყება

გიორგი ლომია - "137 ბილეთი ადასტურებს, რომ "ოცნება" ფარულად ჩადის მოსკოვში, რაც ეჭვს ბადებს, რომ იქ მართლაც ინსტრუქციების მისაღებად ჩადიან"