ავტორი:

"ერეკლე ისე გარდაიცვალა, გონზე არ მოსულა" - რას ყვება 18 წლის გარდაცვლილი ბიჭის ბიძაშვილი, რომლის საქმეზეც გიორგი კანდელაკის ვაჟია დაკავებული

"ერეკლე ისე გარდაიცვალა, გონზე არ მოსულა" - რას ყვება 18 წლის გარდაცვლილი ბიჭის ბიძაშვილი, რომლის საქმეზეც გიორგი კანდელაკის ვაჟია დაკავებული

18 წლის ერეკლე თედლიაშვილი სამ თვეს ებრძოდა სიკვდილს. სამწუხაროდ, ის 12 სექტემბერს "ჯერარსის" კლინიკაში გარდაიცვალა. ახალგაზრდა 9 ივნისს გორში, სტალინის ქუჩაზე, რესტორან "ჯოსეფის" მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმედ დააშავეს. სამი თვის განმავლობაში მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ახალგაზრდის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ამ საქმეზე სამართალდამცავებმა მსოფლიო ჩემპიონ გიორგი კანდელაკის ვაჟი, მოკრივე თარაშ კანდელაკი დააკავეს. სწორედ გიორგი კანდელაკია რესტორან "ჯოსეფის" მფლობელი. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჩხუბში 20-მდე კაცი მონაწილეობდა, რაც შემდგომ ახლომდებარე კორპუსთან გაგრძელდა. გამოძიების ცნობით, რომ ნასვამმა თარაშ კანდელაკმა ერეკლე თედლიაშვილს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. ამიტომ ბრალი 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. სასჯელი 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გორის სასამართლომ 12 ივნისს კანდელაკს პატიმრობა შეუფარდა და ის ახლა ციხეშია. სასამართლო პროცესი 15 სექტემბერს არის დანიშნული. კანდელაკი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას ბრალს არ აღიარებდა, ის დუმილის უფლებას იყენებდა. რა პოზიცია ექნება მას საქმის არსებითი განხილვის დროს, პროცესზე გაცხადდება.

ჩვენ დავუკავშირდით ერეკლე თედლიაშვილის ბიძაშვილს, ადვოკატ თამარ თედლიაშვილს, რომელიც საქმის გამოძიებაშია ჩართული. როგორც დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელს, მას პროკურატურა საქმის გამოძიებაზე ინფორმაციას აწვდის.

- ერეკლე უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ისე გარდაიცვალა, გონზე არ მოსულა. არადა, იმედს არ ვკარგავდით, რომ გადარჩებოდა. პირველი კურსის სტუდენტი იყო. ორ კვირაში 19 წლის გახდებოდა.

- რა მოხდა იმ დღეს? ცნობილია, რომ კანდელაკი არ აღიარებს დანაშაულს.

- ეს დაცვის სტრატეგიაა, რომ არ აღიაროს დანაშაული. ამბობდა, რომ არ ახსოვს, რა მოხდა. როგორც ვიცი, ბრალდებას სასამართლოში მტკიცებულებები აქვს წარდგენილი და 15 სექტემბერს წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს. მძიმე სულიერი მდგომარეობის მიუხედავად, სასამართლო პროცესზე მივალ და მხარეების პოზიციას მოვისმენ. წინა სხდომა ექსპერტიზის დასკვნის გამო გადაიდო. პროკურატურაც ელოდებოდა, იქნებ ერეკლე გონზე მოსულიყო და ჩვენება მიეცა. წინასწარ ვერ ვიტყვი, გამოძიებას რა მტკიცებულებები ექნება. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გავეცანით საქმის მასალებს. დაზარალებულ მხარეს მხოლოდ ეს შეგვიძლია.

კონფლიქტი რესტორანში მოხდა და გაგრძელდა ახლომდებარე კორპუსთან, სადაც ვიდეოკამერები არ არის. მხოლოდ მოწმეები იყვნენ და ისინი ამბობენ, რომ ჩხუბი იყო.

- კანდელაკის ოჯახისგან ამ პერიოდში მხარდაჭერას გრძნობდით?

- ტყუილს ვერ ვიტყვი, კი, ყურადღებას იჩენდნენ. გააგრძელეთ

ერეკლე თედლიაშვილის საქმეზე დაკავებული თარაშ კანდელაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა - რას ამბობს გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი?

არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის უვადო პატიმრობას მიუსჯიან - შს მინისტრი სასჯელის გამკაცრებაზე

სასიკვდილოდ დაჭრილი ბიჭი ტაქსიში ჩასვეს და მძღოლს მისი კონკრეტულ მისამართზე მიყვანა სთხოვეს - ვინ იყო მოკლული 19 წლის ახალგაზრდა?