სამსახურიდან გათავისუფლებულმა ფილიპინელმა პოლიციელმა ტურისტების ავტობუსი გაიტაცა

სამსახურიდან გათავისუფლებულმა ფილიპინელმა პოლიციელმა ტურისტების ავტობუსი გაიტაცა

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, სამსახურიდან დათხოვნილმა პოლიციელმა ტურისტული ავტობუსი გაიტაცა, რომლითაც 25 ჰონკონგელი მოგზაურობდა. 6 მძევალი, რომელთაგან სამი ბავშვია, უკვე გათავისუფლებულია.

ამჟამად ავტობუსი ქალაქის ცენტში, ლუნეტას პარკშია და პოლიციელებითაა გარშემორტყმული. გამტაცებელთან, რომელიც ყოფილი პოლიციელია, მძევალთა გათავისუფლებაზე ამ დრომდე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

გამტაცებელი - როლანდო მენდოსა სამართალდამცველი სტრუქტურიდან 2008 წელს გაუთავისუფლებიათ, რისი მიზეზიც ქურდობა, გამოძალვა და ნარკობიზნესთან კავშირი ყოფილა. ახლა ის ავტომატური იარაღით М-16-ით არის შეიარაღებული და სამსახურში აღდგენას ითხოვს.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია