ავტორი:

"გორსა და სოფელ მატანში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი გორში ჩატარებული 100-კაციანი ქორწილი გახდა" - მარინა ეზუგბაია

"გორსა და სოფელ მატანში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი გორში ჩატარებული 100-კაციანი ქორწილი გახდა" - მარინა ეზუგბაია

"გორსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი 5 სექტემბერს, გორში ჩატარებული 100-კაციანი ქორწილი გახდა", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ეზუგბაიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ.

„მოსახლეობას და მოქალაქეებს კვლავ მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკაონ ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ჩატარებისგან და არსებულ შეზღუდვებს და რეგულაციებს დაემორჩილონ, თორემ მრავალი ასეთი შედეგი დადგება, რომელიც კიდევ უფრო ცუდად წაადგება არსებულ სიტუაციას“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, მისივე თქმით, „თავისუფალი უნივერსიტეტის ინფიცირებული სტუდენტის კონტაქტები მოძიებულია. რაც შეეხება კახეთის ერთ-ერთ სკოლაში ინფიცირების შემთხვევას, ეზუგბაია განმარტავს, რომ მოსწავლეები არ არიან ინფიცირებულები და შემხებლობა პედაგოგებს შორის იყო.

„თავისუფალ უნივერსიტეტსა“ და კახეთის ერთ-ერთ სკოლაში დაინფიცირების შეთხვევები იყო. ინფიცირებული სტუდენტის კონტაქტები უკვე მოძიებულია და მიმდინარეობს შესაბამისი კვლევა, კახეთის სკოლის შემთხვევაში კი კიდევ კარგი, რომ ეს არ არის სწავლის დაწყების პერიოდი და ბავშვები არ არიან ინფიცირებულები. პედაგოგებს შორის იყო გარკვეული შემხებლობა და ეს სიტუაციაც უკვე მართვადია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა აღნიშნა, ქვეყანაში ძალიან დიდი სამუშაოები მიდის და გამოთქვამს იმედს, რომ მიმდინარე სიტუაციები მალე მოწესრიგდება და რისკ ჯგუფების ლოკალიზება მალე განხორციელდება.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2392 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1-ით გაიზარდა.

იხილეთ ვიდეო: გორსა და სოფელ მატანში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი გორში ჩატარებული 100-კაციანი ქორწილი გახდა - მარინა ეზუგბაია

"ახლა მთავარია როგორმე შევაკავოთ ინფექცია" - რა შემთხვევაში შეიძლება უმკუნალონ შინ კოვიდპაციენტებს?

განათების ტიპები და მისი მნიშვნელობა ინტერიერში

დავით ნარმანია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის საკითხებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით წარდგა