ავტორი:

"გოგოს 17 ჭრილობა აქვს დანით მიყენებული" -  სტამბოლში 32 წლის თამთა ჯანჯღავა ქმარმა სასტიკად მოკლა

"გოგოს 17 ჭრილობა აქვს დანით მიყენებული" -  სტამბოლში 32 წლის თამთა ჯანჯღავა ქმარმა სასტიკად მოკლა

32 წლის თამთა ჯანჯღავას ცხედარი თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ჩაკეტილ სახლში, ორი დღის წინ იპოვეს.

ambebi.ge -მ სასტიკი მკვლელობის დეტალები გაარკვია. გარდაცვლილის ახლობლები ჩვენთან საუბარში ყვებიან, რომ ახალგაზრდა ქალს ქმარმა დანით 17 ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. მათივე თქმით, ქმარი ცოლზე სისტემატიურად ძალადობდა. გარდაცვლილი ქალის მეგობარი ინგა ბულია, ambebi.ge -ს მომხდარის შესახებ უყვება:

"ორი წელია სტამბოლში მეზობლად ვცხოვრობდით და ვმუშაობდით ერთ ფაბრიკაში. დაც იყო ჩემთვის და ყველაფერი. მეუღლეს არ იყო გაშორებული, აქ ერთად ცხოვრობდნენ. როგორც თამთა მიყვებოდა, მეუღლე მასზე ძალადობდა სისემატიურად. ერთი კვირის უკან ვერ დავუკავშრდი, მივატოვე სამუშაო და სახლში მივაკითხე. ყელი სულ დალურჯებული ჰქონდა, სახეც. მაგრად მცემა ქმარმა და როგორ გადავრჩი მიკვირსო, მითხრა. ეჭვიანი ადამიანი იყო. უთვალთვალებდა მუდმივად ცოლს. ნარკოტიკებსაც მოიხმარდა. თამთა მიყვებოდა, არაფერს ვეუბნები და უმიზეზოდ იწყებს ჩხუბს და მცემსო. არადა, საეჭვიანოს არაფერს არ აკეთებდა. საოცარი ადამიანი იყო. დანით მოუკლავს და 17 ჭრილობა აქვს მიყენებული. ფეხზე დგას აქაური პოლიცია. ძალას არ იშურებენ, რომ იპოვონ დამნაშავე. მთელი ღამე დაკითხვაზე ვიყავი. და მჯერა, რომ მალე დაიჭერენ. არ მოვისვენებთ, ვიდრე არ ვიპოვითო, პოლიცია ამბობს. ყველა ქართველის ოჯახში შედიან და ეძებენ", - ყვება სასტიკად მოკლული ქალის მეგობარი.

ინგა ბულის თქმით, თამთა ჯანჯღავას ქმარი ასევე ქართველი - ირაკლი შურაღაიაა. გარდაცვლილს სენაკში ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, რომელსაც ბებია ზრდის. ჯერჯერობით უცნობია, როდის გადმოასვენებენ გადაცვლილს საქართველოში. როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, ამ საკითხზე საკონსულოში აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება.

თამთას კიდევ ერთი მეგობარი სალომე კურდღელია კი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"ეს ულამაზესი გოგო თამთაა! (მიჭირს წარსულში მასზე საუბარი) ვინც მას არ იცნობდით გეტყვით, რომ თამთა ჯერ კიდევ საოცარი შვილი იყო, ვიდრე საოცარი დედიკო გახდებოდა თავისი შვილებისთვის! დიახ,თამთა იყო ის შვილი საკუთარ და-ძმაზე ჯერ კიდევ პატარა, დიდი გოგოსავით რომ ზრუნავდა! მერე ?! მერე დედა გახდა და მისი ყველა ფბ პოსტიდან მიხვდებით, რა მაგარი დედა იყო მისი შვილებისთვის! დიახ, ადამიანებო ეს ის თამთაა, მისმა არაადამიანმა ქმარმა თურმე 2 დღის წინ სიცოცხლეს ულმობლად, რომ გამოასალმა და ვითომც აქ არაფერი მომხდარაო, ისე რომ გაიხურა კარი და წავიდა! (იმედია მოუსავლეთში) მძულს ამისთანა სამყარო..."

"მკვლელებს დავსჯი! ყველა იქნება პასუხისმგებელი, ვისაც თამუნა ბაჩალიაშვილის მკვლელობაში მონაწილეობა აქვს მიღებული" - ადვოკატი

გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მოზარდს იმ მცირეწლოვნების მამამ მიაყენა ყურის არეში დაზიანება, ვისზეც, სავარაუდოდ, იძალადა - რას ამბობენ შსს-ში

თბილისსა და მარნეულში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს - დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს