ავტორი:

"გაგანია ვირუსის დროს ერთი ადამიანიც რომ არ გაკლასტერდა ტაძარში, ახლა რას ფიქრობენ ნეტა?!" - ნატო დუმბაძე

"გაგანია ვირუსის დროს ერთი ადამიანიც რომ არ გაკლასტერდა ტაძარში, ახლა რას ფიქრობენ ნეტა?!" - ნატო დუმბაძე

ბოლო დღეებია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იმატებს. გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის 162 შემთხვევა გამოვლინდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროდიუსერი ნატო დუმბაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს და აღნიშნავს, რომ ტაძარს ვირუსის არც ერთი კლასტერი არ უკავშირდება.

"ისე, ის ხალხი სად არის ეკლესიაზე და ზიარებაზე რომ ღლიცინებდა? ახლა მაინც დარწმუნდნენ, რომ ღვთის სახლს ვერაფერი მოერევა?! ხან დენდროლოგიურიო, ხან "დონაო", ხანაც ქორწილიო ..მოედო? - მოედო!

გაგანია ვირუსის დროს ერთი ადამიანიც რომ არ გაკლასტერდა ტაძარში, ახლა რას ფიქრობენ ნეტა?! თუმცა არც მაინტერესებს მათი აზრი! დიდება უფალს!" - წერს ნატო დუმბაძე.

"ეშინოდა, ამბობდა - მომკლავსო და ფსიქიატრიულისთვის ეცოდებოდა. ამ დაწესებულებების ტყუილად არ ეშინიათ, სრული კატასტროფაა" - გოგონას, რომელმაც ფოთში ბებია მოკლა, ფსიქიური პრობლემები ჰქონდა

"იქნებ ვინმემ ამოიცნოს თავისი შვილი... ისე ცუდად ვარ, სულ ვკანკალებ" - რა ვიდეოს აქვეყნებს სალომე გოგიაშვილი

"გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო პრინცესა" - სოფო ნიჟარაძის ქალიშვილი 1 წლის გახდა