ავტორი:

შორენა ბეგაშვილის პირველი საერთო ფოტო "კანონიერ ქურდთან", რომლის გამოც ირაკლი ნანაძეს დაშორდა - ვინ არის ლაშა ბარათელი?

შორენა ბეგაშვილის პირველი საერთო ფოტო "კანონიერ ქურდთან", რომლის გამოც ირაკლი ნანაძეს დაშორდა - ვინ არის ლაშა ბარათელი?

შორენა ბეგაშვილისა და ე.წ. კანონერ ქურდ ლაშა ბარათელის სიყვარულის ისტორიის შესახებ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი. ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ბარათელი გახდა მსახიობისა და ტელეწამყვანის მეორე ქმართან დაშორების მიზეზი. ცოლ-შვილიანი ირაკლი ნანაძე წლები ცდილობდა შორენას გულის მოგებას და მასზე დასაქორწინებლად ოჯახის მიტოვება მოუწია, რამაც სერიოზული სკანდალები გამოიწვია.

რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ერთი წლის წინ ირაკლი ნანაძე მარტო დარჩა და ამის შესახებ კაცმა სოციალური ქსელიდან გაიგო. შორენამ იუსტიციის სახლიდან ფოტო გამოაქვეყნა, ხელში კი განქორწინების საბუთი ეჭირა.

თავიდან ლაშა ბარათელთან ურთიერთობას მსახიობი უარყოფდა. ჩვენს კითხვაზე, გაჰყვა თუ არა ცოლად ბარათელს, მხოლოდ გაიცინა და ტელეფონი გათიშა. ერთი საათის წინ კი ბეგაშვილმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ლაშა ბარათელთან ერთად გადაღებული პირველი საერთო ფოტო გამოაქვეყნა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წყვილმა პანდემიის დროს ესპანეთში, ერთ-ერთ ძვირადღირებულ კურორტზე დაისვენა. ორი თვის წინ ახალ სიყვარულს შორენამ მადლობა სოციალური ქსელის საშუალებით საჯაროდ გადაუხადა, თუმცა მაშინ მხოლოდ მისი სახელის პირველი ასო ახსენა და ძვირადღირებული მანქანის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ვინმე ლ-მ ევა ბარბაქაძეს დაბადების დღეზე აჩუქა.

ლაშა ბარათელი თურქეთში ცხოვრობს და ე.წ. კანონიერი ქურდია. ის გამოცემა "პრაიმ კრაიმის" მიერ გამოქვეყნებულ "კანონიერი ქურდების" რეიტინგში, ათ ყველაზე რეიტინგულ "კანონიერ ქურდს" შორისაა. ლაშა ბარათელი, იგივე „ჭია" 1989 წლის 11 ივლისს სოხუმში დაიბადა. ბარათელს ჯანგველაძე-ონიანის კლანს მიაკუთვნებენ და 2014 წელს "აკურთხეს ქურდად". იმავე წელს ლაშა ბარათელი მძიმედ დაჭრეს და „ჭია“ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. 2016 წლის ზაფხულში რუსეთში დაკავებული ბარათელი საქართველოში გამოადეპორტეს, მაგრამ ბარათელი ოფიციალურად საქართველოს მოქალაქე არ გახლავთ და, შესაბამისად, მისი დაკავება არ მომხდარა. ბარათელმა მალე საქართველო დატოვა და ის ამჟამად თურქეთში ცხოვრობს.

ჯიჯი ჰადიდსა და ზეინ მალიკს გოგონა შეეძინათ - ბედნიერი მშობლების ემოციური სიტყვები და პირველი ფოტოები

მაიკლ სკოფილდი მალე ეკრანს დაუბრუნდება - "ციხიდან გაქცევის" მეექვსე სეზონის გადაღების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა

"სახლში ძნელად გასაძლები კაცი ვიყავი...  ერთხელ არ მიგვრძნია, რომ ჩემი ცოლი რაღაცით უკმაყოფილო იყო - რას ჰყვება ბუბა კიკაბიძე დედაზე, მეუღლეზე და მომავალ არჩევნებზე