ავტორი:

BTU-ს ყველაზე მასშტაბური პროექტები და მიღწევები - უნივერსიტეტმა 4 წლის საქმიანობა შეაჯამა

BTU-ს ყველაზე მასშტაბური პროექტები და მიღწევები - უნივერსიტეტმა 4 წლის საქმიანობა შეაჯამა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 4 წლის გახდა. ამ პერიოდის განმავლობაში BTU-მ შეძლო, რომ საგანმანათლებლო ბაზარზე თავი დაემკვიდრებინა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ უნივერსიტეტს. „სილიკონ ველი თბილისის“ სივრცეში დაფუძნებული უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური სივრცეა რეგიონში, მისი განვითარების ტემპი კი მეტად სწრაფია.

4 წლის იუბილესთან დაკავშირებით უნივერსიტეტმა საქმიანობაც შეაჯამა და პარტნიორებსა და ფართო საზოგადოებას შედეგები გააცნო. ამ პერიოდის მიღწევებს შორისაა:

  • 4 000-ზე მეტი სტუდენტი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე. საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების 60% უკვე დასაქმებულია თავისი პროფესიით. სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე კი ეს მაჩვენებელი 92%-ია. სტუდენტების 30% მუშაობს საკუთარ სტარტაპზე.
  • 40-მდე წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობა და მათ შორის არიან: MIT GSL, Les Roches, Henley Business School, Webster University, Citadel Military College, University of Staffordshire, Polytechnic Institute of Braganca, University of Westminster, ISC Paris Business School, Rome Business School, Sapienza University of Rome, Cologne University of Applied Sciences, KU Leuven, Polytechnic Institute of Porto, University of Limerick
  • უნივერსიტეტში შეიქმნა Henley/BTU მეწარმეობის ცენტრი, რომელმაც 1600-ზე მეტი ბენეფიციარი გადაამზადა ტექნოლოგიების მიმართულებით საქართველოს მასშტაბით. მეწარმეობის ცენტრის ფარგლებში ჩატარდა: 4 ბუთქემფი, 2 ჰაკათონი, 4 კვლევა, 4 დემო დღე, ინვესტორებთან შეხვედრები.
  • BTU არის პირველი უნივერსიტეტი რეგიონში, რომელიც სტუდენტებს სტარტაპ სტატუსს ანიჭებს.
  • BTU-ში დაფუძნდა გლობალური სტარტაპ ფონდი, რომელიც ისრაელის პარტნიორებთან, ეინჯელ ინვესტორებთან ერთად შეიქმნა. ამ პროექტის ფარგლებში 1 200 000 ლარით დაფინანსდა სატარტაპი საქართველოში. მიმდინარე წელს გლობალური სტარტაპ ფონდი მზად არის, რომ არა ერთი, არამედ 10-მდე სტარტაპი იმავე მოცულობის თანხით დააფინანსოს.
  • BTU-ში ფუნქციონირებს - ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია, კიბერ უსაფრთხოების ლაბორატორია, მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული ლაბი, ბიზნეს ინკუბატორი და აქსელერატორი, განახლებადი ენერგიების ლაბორატორია. 2021 წლის გაზაფხულზე ევროკავშირის დაფინანსებით კიდევ ერთი მაღალტექნოლოგიური ვირტუალური ლაბორატორია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მოემსახურება მკვლევარებსა და სტუდენტებს.
  • UNESCO-მ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ონლაინ სასწავლო მასალები გააზიარა და საკუთარ პლატფორმაზე ატვირთა. ეს იყო უპრედენტო შემთხვევა საქართველოში.შეიქმნა სასწავლო პლატფორმა ESx.GE, რომელიც გლობალურ საგანმანათლებლო პლატფორმა EDx-ზე დაშენებულ ქართული სასწავლო მასალებს მოიცავს. სხვადასხვა საგანმანათლებლო მასალას კი ღია წვდომა აქვს.
  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კოდინგის სკოლა ქალებისთვის, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა გადამზადების ორი ეტაპი. უნივერსიტეტის მიზანია ტექნოლოგიებში ქალების როლის ზრდა.
  • წამყვანმა ამერიკულმა უნივერსიტეტმა - ვებსტერმა(Webster University) რეგიონში პირველი კამპუსი საქართველოში, „სილიკონ ველი თბილისის“ ტერიტორიაზე გახსნა.
  • BTU-ს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს აქვთ ორი დიპლომის მიღების შესაძლებლობა 5 სხვადასხვა მიმართულებით. პარტნიორი უნივერსიტეტები, რომლებიც მსგავს შესაძლებლობას აძლევენ უნივერსიტეტის სტუდენტებს არიან: სტეფორდშირის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), ჩიჩესტერის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი (პორტუგალია).

ეს მხოლოდ ნაწილია იმ პროექტებისა, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა გასული 4 წლის განმავლობაში განახორციელა. უახლოესი პერიოდის სამოქმედო გეგმა კი კიდევ უფრო მასშტაბურ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს მოიცავს.