ავტორი:

რა ღირს გასაქირავებელი ბინები თბილისში და რომელ უბნებში გაიაფდა ქირის საფასური?

რა ღირს გასაქირავებელი ბინები თბილისში და რომელ უბნებში გაიაფდა ქირის საფასური?

დედაქალაქში თითქმის ყველა უბანში გასაქირავებელი ბინების ღირებულება შემცირდა.

შემცირება შეეხო ფაქტობრივად, ყველა ტიპის ბინას, როგორც მცირე ფართის, ასევე დიდ ბინებსაც. გასაქირავებელი ბინის ფასი დამოკიდებულია მის ადგილმდებარეობაზე, ოთახების რაოდენობაზე და თუ როგორ გამოიყურება.

უძრავი ქონების აგენტების ინფორმაციით, გასაქირავებელი ბინის ფასები შემცირდა, თუმცა სტუდენტების მხრიდან მოთხოვნა გაიზარდა. მოთხოვნის ზრდა ძირითადად დაბალბიუჯეტიან ბინებზე ფიქსირდება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს გასაქირავებელი ბინები თბილისის სხვდასხვა უბანში.

SS.ge-დან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, მარტიდან სექტემბრამდე 1-ოთახიანი ბინის გაქირავებაზე ფასი ზოგიერთ უბანში შემცირდა, ზოგიერთში კი იგივე შენარჩუნდა. მაგალითად, თუ მარტში დიდუბე-ჩუღურეთში 1-ოთახიანი ბინის გაქირავების ფასი საშუალოდ 537 ლარს შეადგენდა, სექტემბერში მისი ფასი 476 ლარამდე ჩამოვიდა.

რაც შეეხება სხვა უბნებს, გლდანი-ნაძალადევში - 392 ლარამდე რჩება, ვაკე-საბურთალო - 666 ლარი იყო და 615 გახდა, ისანი-სამგორში - 457-დან 405-მდე შემცირდა, ხოლო ძველ თბილისში საშუალო ფასი 868 ლარიდან 663 ლარამდე ჩამოვიდა.

საანგარიშო პერიოდში 2-ოთახიანი ბინის გაქირავების ფასიც, 1-ოთახიანების მსგავსად შემცირდა.

SS.ge-ს ინფორმაციით, თუ მარტში დიდუბე-ჩუღურეთში აღნიშნული ტიპის ბინის გაქირავების ფასი 995 ლარს შეადგენდა, სექტემბერში მისი ფასი 832 ლარი გახდა. რაც შეეხება სხვა უბნებს, გლდანი-ნაძალადევში - 711 იყო და 699 გახდა, ვაკე-საბურთალო - 1173-დან 1080 ლარამდე ჩამოვიდა, ისანი-სამგორი - 891-ლარიდან 812 ლარამდე შემცირდა, ხოლო ძველ თბილისში საშუალო ფასი 1351 ლარიდან 1243 ლარამდე ჩამოვიდა.

როგორც უძრავი ქონების სააგენტო „კიბეს“ ხელმძღვანელი ნელი გოგუაძე „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას აცხადებს, გაქირავებაზე მოთხოვნა ძირითადად სტუდენტების მხრიდან გაიზარდა. წაიკითხეთ სრულად

ბართან მომსახურება იკრძალება - რა ვალდებულებები და შეზღუდვები აქვთ კაფეებსა და რესტორნებს

5 საძინებლი, კინოთეატრი და სატრენაჟორო... - როგორ გამოიყურება სახლი თბილისში, რომელიც 5,5 მლნ ლარზე მეტი ღირს

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც თბილისში ახალ "მარშრუტკებს" შემოიყვანს