ავტორი:

"დაავალე მიშას" - რას გულისხმობს "ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის ახალი კამპანია

"დაავალე მიშას" - რას გულისხმობს "ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის ახალი კამპანია

"დაავალე მიშას" - "ნაციონლური მოძრაობა" ამ სახელწოდებით ახალ კამპანიას იწყებს, რის თაობაზეც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა .

მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე აქტიურად მართავენ წინასაარჩევნო კამპანიას და ხვდებიან მოსახლეობას. ისინი შემოივლიან სოფლებს, ქალაქებს, რაიონებს, მიიღებენ დავალებებს მოქალაქეებისგან, თუ რა საკითხების გადაჭრა მიაჩნიათ აუცილებლად ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და ეს მოთხოვნები გადაეცემა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მიხეილ სააკაშვილს.

"დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ კამპანიას "დაავალე მიშას", რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის ახლა უმნიშვნელოვანესია, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ "ნაციონალური მოძრაობისგან" ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. ასევე უმნიშვნელოვანესია, რა მოლოდინი გაქვთ პრემიერ-მინისტრობის ჩვენი კანდიდატისგან... ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თქვენი რჩევები და დავალებები იქნება გზამკვლევი იმ პრობლემების გადაჭრისას, რაც აქვს მოსახლეობას. ეს დავალებები გადაეცემა ჩვენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და შემდეგ უკვე მიხეილ სააკაშვილი თავად მოგახსენებთ თავის მოსაზრებას და თავის გეგმას, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც დაგროვილია მოსახლეობაში. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ მდიდარი საქართველო, ამაში თქვენი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ველით თქვენგან დავალებებს", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" 7 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - 43 დღე არჩევნებამდე; საარჩევნო მარათონი; ლარის ვარდნა

ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

არჩევნების დღეს ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე, რომლის მოხსნა უბანზე ორჯერ, მცირე დროით მოუწევს