ავტორი:

"რუსეთშიც ისეთივე კეთილი ხალხი ცხოვრობს, როგორც საქართველოში, რუსები მაგარი ხალხია.." - თორნიკე შენგელია

"რუსეთშიც ისეთივე კეთილი ხალხი ცხოვრობს, როგორც საქართველოში, რუსები მაგარი ხალხია.." - თორნიკე შენგელია

ესპანური "ბასკონიადან" მოსკოვის CSKA-ში გადაბარგებული საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, ამბობს, რომ რუსეთშიც ისეთივე კეთილი ხალხი ცხოვრობს, როგორც საქართველოში. შენგელიას თქმით, ის გაეცნო ქართველი გულშემატკივრების მიერ დაწერილ უარყოფით კომენტარებს, რომელიც მის CSKA-ში გადასვლას მოჰყვა, თუმცა დასძინა, რომ ნეგატიური კომენტარებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ქართველ კალათბურთელთან ინტერვიუს news.ru აქვეყნებს. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

- დიდი ხანი ფიქრობდით CSKA-ს წინადადებაზე?

- არც ისე, დაახლოებით ერთი კვირა. შეიძლება, ამდენი დროც არ დამჭირვებია გადაწყვეტილების მისაღებად.

- რატომ არმიის გუნდი?

- ეს არის ევროპაში ყველაზე ძლიერი კლუბი. უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ - მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ გუნდის, ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის ნაწილი ვარ.

- ელოდით, რომ მოსკოვში ფანები თბილად მიგიღებდნენ?

- დიახ, ველოდი. ახლახანს გვქონდა შეხვედრა ფანებთან, გასაოცარი ხალხია. გარდა ამისა, მე წავიკითხე კომენტარები, როდესაც კლუბმა ოფიციალურად განაცხადა ჩემი ტრანსფერის შესახებ, ვნახე მათი მოლოცვები. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ CSKA-ს ფანები მხარს მიჭერენ.

- რასაც ვერ ვიტყვით ქართველ გულშემატკივრებზე. გაკვირვებული ვიყავი არა მხოლოდ ფანების რეაქციით, არამედ საქართველოს პრეზიდენტის რეაქციითაც. როგორ ფიქრობთ, საიდან მოდის ამდენი ნეგატივი, თქვენს სამშობლოში მოღალატეც კი გიწოდეს, წაიკითხეთ, რასაც თქვენი ტრანსფერის შესახებ წერდნენ?

- რა თქმა უნდა, წავიკითხე. უკვე მშვიდად ვარ და ქართველ ფანებს ყველაფერი დიდი ხნის წინ ავუხსენი და მეორეც, მედიაში გაკეთებულ უარყოფით კომენტარებს ყურადღება არ მივაქციე. რაც ჩემთვის მთავარია, ოჯახმა და ადამიანებმა, რომლებსაც ვუყვარვარ და რომლებიც მიცნობენ, დიდი მხარდაჭერა გამომიცხადეს. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება.

- გულწრფელად გითხრათ, თბილისსა და ბათუმში ვიზიტის შემდეგ, მოსკოვში დაბრუნება აღარ მინდოდა. იქ ძალიან კეთილი ხალხი ცხოვრობს. ადამიანები მოსკოვში უფრო სერიოზულები არიან. ასე არ ფიქრობთ?

- არა, ასე არ არის. რუსეთშიც ისეთივე კეთილი ხალხი ცხოვრობს, როგორც საქართველოში. რაც უფრო მეტად ვეცნობი რუსებს, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მომავალში ყველაფერი უკეთესად იქნება. რუსები მაგარი ხალხია.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია მოსკოვის CSKA-ში გადასვლამდე ესპანურ "ბასკონიაში " თამაშობდა და წელს ის ესპანეთის ჩემპიონიც გახდა, რის შემდეგაც მოსკოვურ კლუბს შეუერთდა. აღნიშნულის გამო ის ქართველმა გულშემატკივრებმა მკაცრად გააკრიტიკეს. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ნაკრების კაპიტანი მოსკოვის CSKA-ში არ უნდა თამაშობდეს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს და არაფერია გასაკვირი შენგელიას ამგვარ ქმედებაში.

30%-იანი ფასდაკლება Fisher price და Baby clementoni-ის სათამაშოებზე ჯი პი სი - ში არ გამოგრჩეთ, მშობლებო!

"დევნას არასდროს არავის დავუწყებ. არც ის მომწონს, მე რომ დამდევენ" - რატომ ვერ უყურებს ნანკა კალატოზიშვილი ეკრანზე საკუთარ თავს

"ჩვენთვის ყველანაირი შემოსავლის წყარო გაწყდა... მინდა, რომ სამუშაოს საშუალება მომცენ, არ მჭირდება არანაირი დახმარებები"