ავტორი:

სააკაშვილმა კიევის ვენახიდან კახელებს მიმართა - "მოგმართავთ, როგორც მთავრობის შემდეგი ხელმძღვანელი, შეინახეთ სერთიფიკატები..."

სააკაშვილმა კიევის ვენახიდან კახელებს მიმართა - "მოგმართავთ, როგორც მთავრობის შემდეგი ხელმძღვანელი, შეინახეთ სერთიფიკატები..."

მოგმართავთ ჩემ კახელ ძვირფას ძმებს, როგორც მთავრობის შემდეგი ხელმძღვანელი, შეინახეთ სერტიფიკატები, რომელსაც მოგცემენ და გარანტიას გაძლევთ, რომ დამატებით მოგეცემათ კიდევ 80 თეთრი,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მევენახეების მისამართით ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

სააკაშვილმა მევენახეებს მიმართა ვენახიდან, რომელიც მისი თქმით უკრაინაში, კიევში მის მიერ არის გაშენებული.

"ამაზეა ნათქვამი, აქ რამ მოგიყვანა შე დალოცვილო, შენა. ეს არის საფერავი, რომელიც ჩემს მიერ არის ჩაყრილი, კიევურ ვენახში, უკრაინის დედაქალაქის გარეუბანში.

ძალიან მენატრება ჩემი ვენახი ყვარელში. თუმცა ამ შემთხვევაში ჩემს თავზე კი არ მინდა საუბარი, მინდა საუბარი ჩვენს მევენახეებზე. საქმე იმაშია, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მათ მისცემენ კომპენსაციის სახით 30 თეთრის ოდენობით. ეს თანხა დოლარებში რომ გადავიყვანოთ არის რამდენჯერმე ნაკლები იმ თანხისა, რასაც ჩემი პრეზიდენტობის დროს ვაძლევდი ხალხს და ისიც არ იყო საკმარისი! ხაზინა ცარიელია და მე მგონი ეს თანხა, 30 თეთრი დაცინვაა უბრალოდ ჩვენი მევენახეების!

ამიტომ მე მინდა გითხრათ და მე მინდა მოგმართოთ როგორც საქართველოს მთავრობის შემდეგმა ხელმძღვანელმა ჩემს კახელ ძვირფას ძმებს ყველა სხვა რეგიონებში საქართველოში, სადაც ეს პრობლემა დგას შეინახეთ ეს სერტიფიკატები, რომელსაც მოგცემენ და გარანტიას გაძლევთ რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რაც ნამდვილად მოხდება, ოქტომბრის ბოლოს დამატებით მოგეცემათ კიდევ 80 თეთრი და 80 თეთრის ნაცვლად ყველანი აიღებთ 1.60 თეთრს. აი, ეს არის ჩემი კონკრეტული შემოთავაზება და მინდა გითხრათ, რომ ეს რა თქმა უნდა გაკეთდება იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ რომ ამ სფეროს სჭირდება განსაკუთრებული მხარდაჭერა იმიტომ, რომ ეს არის საქართველოსთვის სტრატეგიული. ძალიან დიდი ბაზარია ქართული ღვინის მთელს მსოფლიოში უბრალოდ თვალების გახელაა საჭირო და ახლა საჭიროა გადარჩენა ბოლომდე თითოეული მევენახის",- განაცხადა სააკაშვილმა.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - 43 დღე არჩევნებამდე; საარჩევნო მარათონი; ლარის ვარდნა

ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

არჩევნების დღეს ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე, რომლის მოხსნა უბანზე ორჯერ, მცირე დროით მოუწევს