ავტორი:

5 რჩევა, რომელიც ტექნიკის ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ

5 რჩევა, რომელიც ტექნიკის ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ

ტექნიკისა და ტექნიკის მაღაზიების ხსენებისას, ალბათ, ყველა ჩვენგანს სულ მცირე, ერთი სარეკლამო რგოლი მაინცახსენდება. ეს კი წარმატებული სარეკლამო კამპანიების დამსახურებაა. ქართულ ბაზარზე ტექნიკის ათობით ბრენდიდა ასობით მაღაზიაა. ამგვარი კონკურენციის პირობებში, მომხმარებლებისთვის სულ უფრო რთული ხდება სასურველი ნივთის შეძენისას სწორი არჩევანის გაკეთება. იმისთვის, რომ, ეს პროცესი უფრო გამარტივდეს, გთავაზობთ რჩევებს, რომელთა დახმარებითაც დაზოგავთ დროს, ენერგიასა და ფინანსებს:

ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი

ისეთი ნივთის პოვნა, რომელიც ზუსტად ერგება თქვენს სივრცეს, იმაზე ბევრად რთულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. რა თქმა უნდა, ვიზუალი მნიშვნელოვანია, თუმცა არ დაივიწყოთ ზომებიც. მიუხედავად იმისა, რომ სარეცხის მანქანის, მაცივრისა თუ გაზქურის ზომები, ძირითადად, სტანდარტულია, მცირე განსხვავებები მაინც არსებობს. ამ მცირე სხვაობებმა კი, შესაძლოა, დიდი პრობლემები შეგიქმნათ. ამიტომ, დატოვეთ ადგილი მაცივრის ან მისაღები ოთახის კარის გასაღებად, სადენების გასაყვანად და სხვა პატარა, თუმცა მნიშვნელოვანი დეტალებისთვის. უნდა გაითვალისწინოთ ისიც, თუ რა გზით მიიტანთ სასურველ ნივთს დანიშნულების ადგილას.თუ მხოლოდ ვიწრო კარი გაქვთ, დარწმუნდით, რომ შეტანისას ნივთი არ დაზიანდება და არ დაკარგავს პირვანდელ იერსახეს.

განსაზღვრეთ ბიუჯეტი

ეს შეიძლება ძალიან მარტივ რჩევად მოგეჩვენოთ, თუმცა უამრავი ადამიანი ვერ ახერხებს, გვერდი აუაროს ძვირადღირებულ და განსაკუთრებული ვიზუალის მქონე ნივთს. იმისთვის, რომ ამგვარი ცდუნების მსხვერპლი არ გახდეთ, ასევე თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხარჯები და არჩევანი საუკეთესოზე შეაჩეროთ ისე, რომ არ მოგიწიოთ თითოეულ მაღაზიაში ცალ-ცალკე წასვლა თუ ფასების ადგილზე შემოწმება, საუკეთესო გზაა გამოიყენოთ ონლაინ პლატფორმა PRICE.GE. აქ შემოთავაზებულია ფასებისა და პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი, თქვენ კი შეძლებთ, მარტივად მოიძიოთ და ერთმანეთს შეადაროთ კონკრეტული ნივთის ღირებულება სხვადასხვა მაღაზიაში, ვიდრე საყიდლად წახვალთ. Price.ge დაეხმარება მათაც, ვინც სახლის რემონტს გეგმავს, რადგან გარდა ისეთი საყოფაცხოვრებო ტექნიკისა, როგორიცაა, მაცივარი, მტვერსასრუტი, მიქსერი გამწოვი და ა.შ., აქ ნახავთ ინფორმაციას წყლის რეზერვუარების, სახრახნისების, განათების, ტელევიზორების, სავარძლების, მაგიდებისა და სკამების და სხვა მრავალი აუცილებელი ნივთის ფასის შესახებ.

დააკვირდით ვარსკვლავების რაოდენობას

საოჯახო ტექნიკის შერჩევისას ენერგოეფექტურობა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია, რადგან ის პირდაპირაა დაკავშირებული თქვენს სამომავლო ხარჯებთან. ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება ნივთის ეტიკეტზე დატანილი ვარსკვლავებსა და მათ რაოდენობას. ნებისმიერი პროდუქტის აღწერაში ეს ნიშნები მის ენერგოპროდუქტიულობაზე მიუთითებს, რაც თქვენს ყოველთვიურ დანახარჯებს შეამცირებს. რაც უფრო მეტი ვარსკვლავია დატანილი შეფუთვაზე, მით უფრო ენერგოეფექტურია პროდუქტი.

ზუსტად განსაზღვრეთ, რა გჭირდებათ

ტექნიკის მაღაზიებში, შესაძლოა, თქვენთვის სასურველი ნივთის ასობით ვარიაცია დაგხვდეთ. შეიძლება იფიქროთ, რომ პროდუქტი, რომელიც რამდენიმე ათასი ლარით მეტი ღირს, უფრო გამძლეა, თუმცა, ხშირად, ფასებს შორის სხვაობას არა ნივთების ხარისხი, არამედ მათი მრავალფუქციურობა განსაზღვრავს. იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ ზედმეტი ხარჯი, სწორედ განსაზღვრეთ, როგორ აპირებთ კონკრეტული ნივთის გამოყენებას, გჭირდებათ თუ არა დამატებითი ფუნქციები, მაგალითად, მაცივარი წლის დისპენსერით გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე მის გარეშე. თქვენ, ერთი შეხედვით, შეიძლება მოიხიბლოთ ამ გამარტივებული ფუნქციით, თუმცა უნდა დაფიქრდეთ, გამოიყენებენ კი მას თქვენი ოჯახის წევრები? იქნებ მათ მხოლოდ ონკანის წყალი უყვართ?

წაიკითხეთ მიმოხილვები

შეიძლება იფიქროთ, რომ უცნობი ადამიანების აზრი არაფერს გარგებთ, თუმცა ეს ასე არ არის. უნდა გაითვალისწინოთ, რომ კმაყოფილი მომხმარებლები შეფასების დაწერისთვის თავს იშვიათად იწუხებენ. საკუთარი აზრის გამოხატვის სურვილი, ძირითადად, მათ უჩნდებათ, ვისაც იმედი გაუცრუვდა. მიუხედავად ამისა, თუკი ერთი კონკრეტული პროდუქტის ირგვლივ დიდი რაოდენობის კრიტიკაა, ეს მიანიშნებს, რომ პრობლემა მართლაც არსებობს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ სარედაქციო, უფრო მეტად სანდო და ოფიციალური მიმოხილვები და არჩევანი, სხვა საგულისხმო ფაქტორებთან ერთად, სწორედ ამის მიხედვით გააკეთოთ.

„სოკარის“ მხარდაჭერით პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში 8 დღიანი „ბანაკი 2020“ ჩატარდა

Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო

ევროკავშირის მხარდაჭერით შეცვლილი საქართველოს საზღვაო დარგი