ავტორი:

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შთამბეჭდავი ქონება და საქმიანი სტილი - როგორ იცვამს ოფიციალურ შეხვედრებზე ავთო ცქვიტინიძის მეუღლე?

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შთამბეჭდავი ქონება და საქმიანი სტილი - როგორ იცვამს ოფიციალურ შეხვედრებზე ავთო ცქვიტინიძის მეუღლე?

ხათუნა თოთლაძე 2014 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლეს პოპულარობა არ იზიდავს და ცოტამ თუ იცის მისი წარმატებული კარიერის შესახებ.

ის წლებია სამინისტროს თანამშრომელია და ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობს. 39 წლის თოთლაძე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

ცნობილი დიზაინერის მეუღლე ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული ჩაცმის სტილით. მინისტრთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ხშირად მონაწილეობს შეხვედრებსა თუ მიღებებში, სადაც ძირითადად ჩაცმულობის ოფიციალურ სტილს ანიჭებს უპირატესობას.

რაც შეეხება მინისტრის მოადგილის ქონებრივ მდგომარეობასა და შემოსავლებს - ხათუნა თოთლაძემ დელარაცია 2019 წლის დეკემბერში შეავსო.

დოკუმენტის მიხედვით, ოჯახის საკუთრებაშია 4 ბინა თბილისის ცენტრალურ უბანში, 10 მიწის ნაკვეთი, ერთი არასაცხოვრებელი ფართი და 3 ავტოფარეხი.

დეკლარაციის მიხედვით, ხათუნა თოთლაძე ფლობს 2013 წელს გამოშვებულ მსუბუქ ავტომანქანა Mersedes-ს, ასევე MERSEDES SLC-ს.

ფინანსები

ხათუნა თოთლაძეს მიმდინარე საბანკო ანგარიშებზე უდევს 110 334 დოლარი, სახელფასო ანგარიშზე - 20 277 ლარი, ანაბარზე - 52 000 დოლარი, შემნახველის ანგარიშზე - 913 280 დოლარი, საბარათე ანგარიშზე -12 487 დოლარი და 50 152 დოლარი, ხოლო მიმდინარე ანგარიშზე - 8761 ლარი.

საჩუქრები

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ხათუნა თოთლაძეს მშობლებმა 50 ათასი დოლარი აჩუქეს, ასევე მშობლებისგან საჩუქრის სახით აქვს მიღებული ნახევარი მილიონი დოლარი და 95 ათას დოლარად შეფასებული ავტომობილი.

ხელფასი

ხელფასის სახით 2018 წლის პირველი იანვრიდან წლის ბოლომდე მიღებული აქვს 60 255 ლარი. ამავე წელს სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორის პოზიციაზე ანაზღაურება მიღებული აქვს 2 400 ლარი.

ნასყიდობა

2018 წელს ხათუნა თოთლაძემ იყიდა ბინა კრწანისში, რომელშიც 300 ათასი დოლარი გადაიხადა. ამასთან, ამავე წელს, იგივე მისამართზე იყიდა 2 ავტოფარეხი. თითოში 5-5 ათასი დოლარი გადაიხადა.

გარდაცვლილი 60 წლის მამაკაცია - რას ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს  დირექტორი კორონავირუსით გარდაცვლილ 23-ე პაციენტზე

"სოფელ დიღომში დაბადების დღესთან დაკავშირებული ახალი კლასტერი ჩამოყალიბდა" - ამირან გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა