ავტორი:

მაშველებმა ხანძრის დროს სახლში მყოფი მწოლიარე ქალი გადაარჩინეს - ფოტოები გორიდან

მაშველებმა ხანძრის დროს სახლში მყოფი მწოლიარე ქალი გადაარჩინეს - ფოტოები გორიდან

გორში, მაშველებმა ხანძრის დროს სახლში მყოფი მწოლიარე ქალი გადაარჩინეს. ინფორმაციას და შემთხვევის ადგილზე ფოტოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გორში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, მეოთხე სართულზე იყო ხანძარი და სახლში იმყოფებოდა მწოლიარე ქალი.

სახანძარო-სამშველო ჯგუფები ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადნენ და ქალის ძლიერი დაკვამლიანებიდან უვნებლად გამოყვანა შეძლეს, მას ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმრების ექიმები ამოწმებენ. მეხანძრე-მაშველბმა კორპუსის ევაკუაციისას ასევე გამოიყვანეს 2 მამაკაცი.

ხანძარი ლოკალიზებულია, ქრობის სამუშაობში ჩართულია 3 ეკიპაჟი" - ნათქვამია ინფორმაციაში.

.

ბათუმში ინფიცირებული მოზარდების რაოდენობა გაიზარდა - "ყველაზე პატარა წლის და ორი თვისაა, COVID-19 დაუდგინდათ მის დედას, მამას და ბებიას"

ქეთი მელუას ბათუმში გადაღებული კლიპი „Your Longing is Gone” უკვე ონლაინშია

გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, გადაკოცნისა და ჩახუტებისგან თავი შეიკავონ - "მოდით, დავძლიოთ ემოციები..."