ავტორი:

"ჩემს ოჯახზე ზეწოლა ხდება იმის გამო, რომ მე მოვხსნა კანდიდატურა" - ჩხრეკა დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის კომპანიაში

"ჩემს ოჯახზე ზეწოლა ხდება იმის გამო, რომ მე მოვხსნა კანდიდატურა" - ჩხრეკა დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის კომპანიაში

მოქმედი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. სამართალდამცავები გვიან ღამით პარლამენტარის ძმის იმ კომპანიაში შევიდნენ, რომელიც ნინოწმინდის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს.

"ვერანაირ დემოკრატიას ვერ ვხედავთ, უკვე ერთი თვეა მიდის ძლიერი ზეწოლა ჩემზე, რომ კანდიდატურა მოვხსნა. ღამით მოვიდა ფინანსური პოლიციის 10 გამომძიებელი, გააღვიძეს ბუღალტერი, მთელი დოკუმენტაცია შეკრიბეს. გატანილია საბუთების 30-40 ტომარა. ჩემმა ძმამ უთხრა, რომ ასე არ შეიძლება - არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ბიზნესზე ზეწოლა. ჩემს ოჯახზე ზეწოლა ხდება იმის გამო, რომ მე მოვხსნა კანდიდატურა". - განაცხადა "ტვ პირველთან" დეპუტატმა.

შეგახსენებთ, მკოიანი წლების განმავლობაში ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი გახლდათ, თუმცა 2020 წლის არჩვენებზე მმართველმა ძალამ ის აღარ წარადგინა, რის მერეც, მკოიანმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა კენჭისყრა.

შეგახსენებთ, ამ ცოტა ხნის წინ, მკოიანის ინტერესების დამცველმა, ტარიელ მურმანიშვილმა განცხადა, რომ მკოიანი ბოლო 6 თვის განმავლობაში მუქარისა და ძალადობის მსხვერპლია.

როგორც მურმანიშვილმა აღნიშნა, პარლამენტის წევრს სატელეფონი ზარების მეშვეობით ემუქრებიან და 5 მილიონ დოლარს სთხოვენ.

"21 აგვისტოს ენზელ მკოიანის ძმა ააფეთქეს მანქანაში, რადგან ეგონათ, რომ მასში ენზელ მკოიანი იჯდა. ეს იმით დასტურდება, რომ წინა დღეს ენზელ მკოიანი და მისი ძმა იმავე მანქანით, იმავე მარშრუტით გადაადგილდებოდნენ. ეგონათ, რომ აფეთქების დღეს ენზელ მკოიანიც იმ მანქანაში იჯდა. ამ ყველაფერს წინ უსწრებდა მუქარები და მოთხოვნები, რომ თუ თანხას არ გადაიხდიდა, ახლობელს წაართმევდნენ. როგორც ჩანს, ეს მუქარები რეალური იყო. 30 აგვისტოს ღამით, ენზელ მკოიანს იმავე ნომრით, რა ნომრიდანაც ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ, ისევ დაურეკეს და ფული მოსთხოვეს. რუსულად ჰკითხეს „იხდი თუ არა ჩვენ მიერ მოთხოვნილ თანხას? თუ არ გადაიხდი შენს საყვარელ ადამიანს წაგართმევთ და ვეღარასდროს ვეღარ ნახავ“. საუბარია 5 მილიონ ამერიკულ დოლარზე. მისცეს ერთი კვირის ვადა. ეს ადამიანები ასევე ამბობენ, რომ ამ საქმის უკან დგას ძალიან გავლენიანი ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია ენზელ მკოიანით. შეშფოთებულები ვართ, აღარ ვიცით, რა ვქნათ. გამოძიებას მივმართეთ, ვაცნობეთ ეს ფაქტები, მაგრამ გამოძიება ინტენსიურად არ მიმდინარეობს. გამოძიება არის ინერტული, არაფერს აკეთებს. გამოძიებას დღემდე არ ჰყავს ენზელ მკოიანი დაკითხული. არ ვიცით, რა ხდება საქმის მასალებში, წვდომა არ გვაქვს. ის არც დაზარალებულად არ არის ცნობილი. წარმოიდგინეთ, გენერალურ პროკურორს სთხოვს ადამიანი, რომ ამოიღოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციიდან ეს საქმე და აიყვანოს პირად კონტროლზე, რადგან მასზე ხორციელდება თავდასხმები, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს. საქმე არის თაროზე შემოდებული", - განაცხადა ტარიელ მურმანიშვილმა.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - 43 დღე არჩევნებამდე; საარჩევნო მარათონი; ლარის ვარდნა

ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

არჩევნების დღეს ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე, რომლის მოხსნა უბანზე ორჯერ, მცირე დროით მოუწევს