ავტორი:

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

17 სექტემბერი, 2020 წელი: Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიზნად ისახავს ქვეყანაში ტურისტების მოგზაურობის გამარტივებას, მათი რაოდენობის გაზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის ზრდას და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას.

დღევანდელი მემორანდუმი საფუძველს ჩაუყრის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს და ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას. Mastercard–ის უნიკალურ მიდგომები ხარჯვის ტენდენციებთან დაკავშირებით, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა დონეზე, ხელს შეუწყობს ტურიზმის სფეროს აღდგენას, რომელიც ამჟამად უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას.

Mastercard და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ასოციაცია ერთად შესთავაზებენ ტურისტებს Mastercard Tourism Insight-ის პლატფორმას. რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ, 360 გრადუსიან ხედვას თანამედროვე მოგზაურობაზე, როგორც მის დაწყებამდე, ასევე დასრულების შემდგომ პერიოდში. Mastercard Tourism Insight ერთ მარტივად გამოსაყენებელ ტექნოლოგიაში აერთიანებს საჯაროდ ხელმისაწვდომი საძიებო სისტემის და აგრეგირებული შესყიდვების ტენდენციებს.

გარდა ამისა, კომპანია შეეცდება ხელი შეუწყოს გადახდის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას. საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის, Mastercard-ის პარტნიორ ბანკებსა და ბიზნესებში, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც COVID-19 პანდემიის რეალობაში, Mastercard ეხმარება ტურიზმის სექტორს. ამ ზაფხულს მან წამოიწყო კამპანია "გამარჯობა ზაფხულო", რათა ხელი შეუწყოს შიდა ტურიზმს და მომხმარებლებს, ხელახლა აღმოაჩინონ მონატრებული ადგილები საქართველოში. განსაკუთრებული შეთავაზებები TKT.ge-სთან და საქართველოს რკინიგზასთან ერთად, შეუფასებელი ემოციები Mastercard-ის ზონაში ბათუმის სანაპიროზე, საჩუქრები და აქციები Wolt, Coca-Cola და სხვადასხვა პარტნიორთან ერთად, განხორციელებული აქტივობების არასრული ჩამონათვალია.

***

Mastercard-ის შესახებ:

მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com , არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბები „Engagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com)

R

ახალი პროდუქტი „შუშხუნა ბაკურიანი“ - ხალისიანი შეგრძნებებისთვის!

5 ყველაზე ძვირადღირებული ტილო და მოთხოვნადი რეპროდუქციები მსოფლიოს მასშტაბით

აქ.ახლა, აღმოაჩინე “საქართველო - მუზეუმი”