ავტორი:

ჩინეთში, ბიოფარმაცევტული ქარხნიდან ბაქტერიების გაჟონვის გამო, ბრუცელოზმა იფეთქა - ინფიცირებულია ათასობით ადამიანი

ჩინეთში, ბიოფარმაცევტული ქარხნიდან ბაქტერიების გაჟონვის გამო, ბრუცელოზმა იფეთქა - ინფიცირებულია ათასობით ადამიანი

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ათასობით ადამიანს ბაქტერიული დაავადება, ბრუცელოზი აღმოაჩნდა. ამის შესახებ CNN წერს. ხელისუფლების ცნობით, დაავადების გავრცელება გასულ წელს, ქალაქ ლანჯოუში, ბიოფარმაცევტულ ქარხანაში მომხდარმა გაჟონვამ გამოიწვია.

ლანჯოუს ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ქალაქში 3 245 ადამიანს ბრუცელოზი დაუდგინდა. დაავადებას, უმეტეს შემთხვევაში, ბრუცელას ბაქტერია იწვევს, რომლის მატარებელიც მსხვილფეხა შინაური პირუტყვია. როგორც CNN წერს, საერთო ჯამში, ტესტი ჩაუტარდა 21 847 ადამიანს.

ბრუცელოზს მალტის, ასევე ხმელთაშუა ზღვის ცხელებასაც უწოდებენ, მას ახასიათებს თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ცხელება და დაღლილობა. ბრუცელოზის ადამიანიდან ადამიანზე გადადება იშვიათია, უმეტესად, ადამიანი ბრუცელოზით ავადდება დაავადებული ცხოველის ხორცის ჭამის შედეგად, ან ბაქტერიების გაბნევის შედეგად, როგორც ლანჯოუს შემთხვევაში მოხდა.

ქალაქის ჯანდაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ ბაქტერიებმა გაჟონა ბიოფარმაცევტული ქარხნიდან, სადაც სპეციალისტები ცხოველებისთვის ბრუცელას საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინაზე მუშაობის დროს იყენებდნენ ვადაგასულ სადეზინფექციო და სანიტარულ საშუალებებს, ასევე ვადაგასულ აეროზოლებს და მათი საშუალებით, ბრუცელას ბაქტერია ჰაერში გაიბნა.

ჩინეთში "მომავლის ქალაქს" აშენებენ - ტექნოლოგიური ცენტრი მზის ბატარეებით განათდება და იქ ავტომობილები არ ივლიან

"ოქროს მდინარეები“ ამაზონის ტროპიკულ ტყეში  - Nasa კოსმოსური სადგურიდან გადაღებულ იშვიათ და შთამბეჭდავ ფოტოებს აქვეყნებს

გვინეაში ებოლას ეპიდემია გამოცხადდა - რამდენად საშიშია ახალი ეპიდაფეთქება, რომელსაც უკვე სამი ადამიანი ემსხვერპლა