ავტორი:

"მსგავსი სახის კონტენტი წაიშლება საქართველოშიც" - რას აცხადებს Facebook-ის წარმომადგენელი 7 მილიონი პოსტის წაშლაზე

"მსგავსი სახის კონტენტი წაიშლება საქართველოშიც" - რას აცხადებს Facebook-ის წარმომადგენელი 7 მილიონი პოსტის წაშლაზე

Facebook-ის წარმომადგენლის განცხადებით, აპრილ-ივნისის პერიოდში "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე" კორონავირუსთან დაკავშირებული 7 მილიონი ცრუ ინფორმაციის შემცველი პოსტი წაშალეს

Facebook-ის კონტენტის პოლიტიკის გუნდის წარმომადგენლის ჯესიკა ცაკერის ინფორმაციით, კომპანიამ მიმდინარე წლის აპრილ-ივნისის პერიოდში კორონავირუსთან დაკავშირებული 7 მილიონი ცრუ ინფორმაციის შემცველი პოსტი წაშალა Facebook-ისა და Instagram-ის პლატფორმებიდან. მისივე განმარტებით, ეს კომპანიის პოლიტიკის ნაწილია, რომლის თანახმადაც, სოციალური ქსელიდან იშლება ის კონტენტი, რომელიც მომხმარებელს დაუყოვნებლივ ფიზიკურ ზიანს აყენებს.

"ჩემი გუნდი კონტენტის პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი. ჩვენი სამუშაო გულისხმობს იმ წესების დადგენას თუ რა არის და რა არ არის ნებადართული პლატფორმაზე. ჩვენ ვფარავთ ბევრ საკითხს, მათ შორის, სიძულვილის ენას, ბულინგს, შევიწროვებასა და თაღლითობას, კონკრეტულად მე, ფოკუსირებული ვარ დეზინფორმაციაზე.

ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ პოლიტიკა გლობალურად არსებული პრინციპებისა და ღირებულებების გათვალისწინებით. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად არის დაცული გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ, ამავდროულად, უნდა უზრუნველვყოთ მომხმარებლების დაცულობა და უსაფრთხოება. როდესაც ხდება ზღვარის გადაკვეთა და მომხმარებლების ინტერესები საფრთხის წინაშე დგება, ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვაქვს რადიკალური მიდგომა და ვშლით მსგავსი სახის კონტენტს.

გვაქვს დეზინფორმაციაზე გათვლილი პოლიტიკა 2018 წლიდან, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ვშლით დეზინფორმაციის შემცველ კონტენტს, რომელსაც შეუძლია დაუყოვნებელი ფიზიკური ზიანის გამოწვევა. როგორც იცით, კორონავირუსი მოწინავე თემაა ყველასთვის, მათ შორის, "ფაქთ ჩექერებისთვის" მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია, რომ დავუპირისპირდეთ მავნე გავლენის მქონე ინფორმაციას პანდემიასთან დაკავშირებით. იანვრიდან, მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა, ჩვენ მივიღეთ ეს პოლიტიკა, რომ შევაჩეროთ ცრუ ინფორმაციის გავრცელება კორონავირუსთან დაკავშირებით. ეს პოლიტიკა გლობალურად არის მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი სახის კონტენტი წაიშლება საქართველოშიც. მიმდინარე წლის აპრილისა და ივნისის შუალედში ჩვენ წავშალეთ 7 მილიონი კონტენტი "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე", ამ პოლიტიკის დარღვევისა და კორონავირუსთან დაკავშირებული საზიანო ინფორმაციის გავრცელებისთვის", - განაცხადა ჯესიკა ცაკერმა.

ჯანმო-ს ხელმძღვანელი თვითიზოლაციაში გადავიდა

თურქმა მაშველებმა 3 წლის გოგონა გადაარჩინეს, რომელიც ნანგრევებში 65 საათის განმავლობაში იმყოფებოდა

"მიბაძეთ რუსეთის დუმას "დემოკრატიაში", ჩვენთან 20 წელია ერთი ძალა იგებს და გაურკვევლობაში არ ვართ" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია ქართულ არჩევნებს