ავტორი:

"ჰესი ჩაკეტილია. ამ ხალხს სხვა ადამიანებთან კონტაქტი არ უწევს" - ექსკლუზიური ფოტოები ენგურჰესიდან, რომლის არაერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

"ჰესი ჩაკეტილია. ამ ხალხს სხვა ადამიანებთან კონტაქტი არ უწევს" - ექსკლუზიური ფოტოები ენგურჰესიდან, რომლის არაერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

გალის რაიონის სოფელ საბერიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების არეალი ლოკალიზებულია, მოგეხსენებათ, ინფიცირებულთა შორის შპს "ენგურჰესის" თანამშრომლებიც არიან. თითოეული მათგანი და მათთან კონტაქტში მყოფი პირები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. თუ რა ვითარებაა ამ წუთებში "ენგურჰესზე" და შემცირებული რაოდენობით როგორ უძღვებიან თანამშრომლები მის გამართულ მუშაობას, მიმდინარე ამბებზე სასაუბროდ შპს "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ ლევან მებონიას დავუკავშირდით.

ლევან მებონია:

ლევან მებონია

- ვისაც ვირუსი გამოუვლინდა, ყველა გადაყვანილია კლინიკებში, გუშინ კიდევ დავტესტეთ 38 თანამშრომელი და, საბედნიეროდ, ყველასთან უარყოფითი პასუხი მივიღეთ. ეს უკვე კარგი მაჩვენებელია. ვაგრძელებთ ტესტირებას და ხვალ ვნახოთ, დღეს დატესტილების შედეგი როგორი იქნება. ბოლო დღეებში ჩვენი თანამშრომლების ინფიცირების მაჩვენებელმა მკვეთრად დაიკლო - როგორც ჩანს, სწორად გავყევით კონტაქტებს.

- ამჟამად რამდენი ადამიანი უძღვება ენგურჰესის მუშაობას?

- პერსონალის რაოდენობა მინიმუმამდე დავიყვანეთ. მხოლოდ ისინი დავტოვეთ, ვინც აგრეგატების მუშაობას ადევნებს თვალყურს. სარემონტო სამუშაოები დროებით შეწყვეტილი გვაქვს, ხოლო ვისი დისტანციურ მუშაობაზე გადაყვანაც შეიძლებოდა, გადავიყვანეთ და სახლებიდან მუშაობენ. 30 ადამიანია მორიგე. ოპერატიული პერსონალი მონაცვლეობით დადის, 5-5 კაცი თითო ცვლაში. 15 ადამიანი ექსპლუატაციას ვადევნებთ თვალყურს. ჯამში, 40 კაცამდე ვართ. სარემონტო სამუშაოსთვის თუ ვინმეს გამოძახება დამჭირდა, პრობლემა არ გვექნება, გამოვიძახებთ. მაგრამ მორიგე ინჟინრები და მემანქანეები, ვინც 24 საათის განმავლობაში უნდა იყოს სამსახურში, ისინი აქ არიან. ჰესი ჩაკეტილია და ამ ხალხს სხვა ადამიანებთან კონტაქტი არ უწევს.

- ტესტები რა სიხშირით უკეთდებათ ჰესის ტერიტორიაზე მყოფ თანამშრომლებს?

- კიდევ დარჩნენ თანამშრომლები, ვისაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი, ამიტომ მათ კიდევ დავტესტავთ, თუმცა აქამდე ვირუსის არანაირი სიმპტომი არ გამოსჩენიათ. მათ რომ მოვრჩებით, შემდეგ მორიგე ინჟინრებსაც ხელახლა დავტესტავთ, თუმცა სიმპტომები არც მათ აქვთ. თერმოსკრინინგს ვუტარებთ, სადგურში უცხო ხალხს არ ვუშვებთ და გამოძახების გარეშე ვერც თანამშრომლები შემოვლენ.

- ანუ ენგურჰესის მუშაობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება?

- ენერგოსისტემის მუშაობა ჯერჯერობით არ შეფერხებულა და იმედია არც შეფერხდება.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დროს ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადება, რომელიც დიდხანს შეუმჩნეველია  - "მისი ყველაზე საშიში გართულება რქოვანას გახვრეტაა"

შსს-ს 11 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა