ავტორი:

"კვიციანები სახლის სხვენს არემონტებდნენ, რა დროსაც ტყიდან სროლა ატყდა" - დეტალები მესტიიდან, სადაც 55 წლის ქალი ბრმა ტყვიამ მძიმედ დაჭრა

"კვიციანები სახლის სხვენს არემონტებდნენ, რა დროსაც ტყიდან სროლა ატყდა" - დეტალები მესტიიდან, სადაც 55 წლის ქალი ბრმა ტყვიამ მძიმედ დაჭრა

გუშინ, დაახლოებით დღის 12 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში 55 წლის ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მზია კვიციანს მესტიის რეფერალურ საავადმყოფოში რთული ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

AMBEBI.GE-ს დაჭრილი ქალის მეზობელი და შემთხვევის თვითმხილველი უყვება:

"ცოლ-ქმარი კვიციანები სახლის სხვენს არემონტებდნენ, რა დროსაც ტყიდან სროლა ატყდა, ქალს ბრმა ტყვია მოხვდა და თითქმის სასიკვდილოდ დაიჭრა. მას მას ტყვია მკერდის არეში მოხვდა და ფერდში გამოვიდა, გულს და ღვიძლს მილიმეტრებით ასცდა. ვინ ისროლა და საიდან, არავინ იცის.

დაიწყო სამძებრო სამუშაოები, პოლიცია მთელი ღამე ეძებდა ტყეში კვალს, ბალისტიკური ექსპერტიზაც ჩატარდა, მაგრამ ჯერ არ დადგენილა, ვისია და რატომ, რისთვის ისროლეს იარაღი. პერიმეტრზე ყველგან ტყეა და კვიციანების სახლამდე დაახლოებით 800 მეტრიდანაა ნასროლი. ქალს უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა მესტიის საავადმყოფოში და ღვთის მადლით, გადარჩა" - ამბობს თვითხილველი.

რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს - პროკურატურის განცხადება

"ფოტომასალა უცხოეთიდან გამომიგზავნეს..." - რას ამბობს დავით ფურცხვანიძე, რომელმაც ადვოკატის თქმით, მას სატელიტით გადაღებული ფოტოები მიაწოდა

"არ მინდა, ჩემი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო, როცა მოუწევთ ტყეში მოსვლა და ჩემი ცხედრის ნახვა" - თამარ ბაჩალიაშვილის ჩანაწერები ჟურნალისტებს მოასმენინეს