ავტორი:

ხაშური-გორის გზაზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა - გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია 10-მდე ადამიანი

ხაშური-გორის გზაზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა - გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია 10-მდე  ადამიანი

ხაშური-გორის მონაკვეთზე სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 10-მდე მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები გორის, ქარელის და ხაშურის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ყველაზე მძიმეა შუახნის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ქარელის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ექიმების განცხადებით, საშუალო სიმძიმისაა ამავე კლინიკაში შეყვანილი ორი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

ხობში, მდინარეში 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სოფელ ტირძნისში 3 ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

Stopcov.ge - საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა