ავტორი:

"ეს ყველაფერი შეიქმნა იქ, სადაც არც წყალია, არც გაზი" - მუსიკოსისა და რეჟისორის მიერ გაშენებული ულამაზესი "დედოფლის ბაღი", რომელიც ყოველ წელს იერს იცვლის

"ეს ყველაფერი შეიქმნა იქ, სადაც არც წყალია, არც გაზი" - მუსიკოსისა და რეჟისორის მიერ გაშენებული ულამაზესი "დედოფლის ბაღი", რომელიც ყოველ წელს იერს იცვლის

ზურაბ შიოშვილსა და გიორგი ჭოლოკავას, საკვირველმოქმედი და სწრაფშემსმენელი ხატის, "დედოფალი სიხარულის მომნიჭებლის" მცველებს გაუჩნდათ იდეა, შეექმნათ მამული ხატის დასაბრძანებლად. მოსალოცად უცხოეთიდანაც ბევრი საპატიო სტუმარი მიდიოდა...

"ბაღი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთშია, ფართობი 1300 კვმ, - გვეუბნება ზურაბ შიოშვილი, - ყოველ წელიწადს ბაღი იერს იცვლის. რთულია ეს პროცესი, მაგრამ თან - საინტერესო". ზურაბი რეჟისორია, გიორგი - მუსიკოსი. მეგობრების ბაღში ბევრი უცხო მცენარე ხარობს, მათ შორის - მსოფლიოს წმინდა სავანეებიდან, ბიბლიური ადგილებიდან ჩამოტანილიც, რომელთაც ამრავლებენ და ზრდიან.

ზურაბ შიოშვილი:

- ზოგჯერ თესლი ჩამოგვქონდა, ან კალამი, ან მცენარე... ჩვენთანაც იყო ლამაზი მცენარეები, მაგალითად, იორდასალამის 100-მდე სახეობა გვაქვს. ბაღში რარიტეტი მცენარეების ნახვაც შეიძლება, აქ იშვიათობებს ვზრდით. ბრაქიქიტონი მარჯნისებური წითელი ხე გახლავთ. ისრაელიდან ჩამოვიტანეთ და ულამაზესია. გვაქვს თანამედროვე იშვიათი ჰიბრიდები, რომლებიც საქართველოში სხვაგან არ არის, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდის.

იაპონური, ამერიკული, იტალიური სელექციის მცენარეებია. მათი მოვლა რთულია. სეზონი არა გაზაფხულიდან შემოდგომამდე, არამედ მთელი წელიწადი გრძელდება. 2021 წლისთვის მცენარეების გამოზრდას ორი კვირაში დავიწყებთ. თესვას შემოდგომით შევუდგებით. ზამთრისა და გაზაფხულის ჩათვლით, ყვავილებს სტელაჟებზე ვზრდით. ვეგეტაციისთვის უმეტესობას დიდი დრო სჭირდება. დიდი შრომისა და ენერგიის ხარჯვა გვიწევს, რომ ყველაფერი გამოვზარდოთ და გამოვაზამთროთ.

- დეკორატიული მცენარეების გარდა, ბოსტანსაც უვლით...

- დავიწყეთ პომიდვრით, კიტრით, მწვანილით... პომიდვრის 200-მდე ჰიბრიდი გვაქვს, რომლებიც სხვაგან არც არის, რადგან საბოსტნე კულტურების თესლებიც უცხოეთიდან შემოგვდის და თან საგულდაგულოდ ვარჩევთ. ჩითილები თებერვლის დასაწყისიდან გამოგვყავს, რომ მაისიდან მოსავალი მივიღოთ. წლეულს ნესვის ერთი ჯიში გამოვცადეთ.

საადრეოა და ჩვენს კლიმატში ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა, ვაწყობდით ტრენინგებს, ვწერდით ვიდეორგოლებს, სხვებსაც ვეხმარებით და ეს ხუთი წელიწადია, გრძელდება... ფაქტობრივად, ექსპერიმენტები გამოგვივიდა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი არაერთი კულტურა ქართულ კლიმატსა და ნიადაგს მოვარგეთ. კონკრეტულ მცენარეს თავისი მახასიათებლები აქვს და ჩვენს გარემოში სხვა თვისებებს იძენს. ყველა კულტურის მოყვანისას იდეალური შედეგი გვქონდა. ამასთან, ჩვენი პროდუქტი აბსოლუტურად ბიოა.

- ბაღი უცხო და ლამაზი დეკორაციებით გამოირჩევა...

- ჩვენს ბაღს სხვებისგან განსაკუთრებული შარმი გამოარჩევს და მნახველს სწორედ ეს მოსწონს. ამას კი სხვადასხვა ტიპის ნაკეთობა, ქვები, ჩვენი ხელით შექმნილი ნივთები ქმნის. ვხატავთ, ლითონზე ვმუშაობთ. ბაღი იმიტომაც არის საავტორო, რომ ყველაფერი განსხვავებული სტილისტიკით, ჩვენი ხელით სპეციალურად მისთვის იქმნება.

პირველ წელიწადს ფრანგული პროვანსული ბაღით დავიწყეთ, სადაც ყოველწლიურად იცვლებოდა ბილიკები, განლაგება. შემდეგ კლასიკური ინგლისური ბაღის მსგავსი გახდა, თუმცა ფრანგული ელემენტებიც შეინარჩუნა. ცხადია, ქართული ნიუანსებიც აქვს და თვითმყოფადია.საინტერესოა სახლის არქიტექტურაც. მას რამდენიმე ფასადი აქვს. ერთი ნაწილი საბერძნეთის კუნძულების სახლებისთვის არის დამახასიათებელი, ლურჯ-თეთრი ფერის. მცენარეებსაც იმ ფერების მიხედვით ვარჩევთ, როგორსაც საბერძნეთის კუნძულებზე ვხვდებით.

მეორე ფასადი შარშან გავაკეთეთ იტალიური სტილით, როგორსაც ფლორენციაში, ტოსკანის ძველ ქალაქებში შეხვდებით. თაღიანია, ძველი ქვებია გამოყენებული, რასაც ჩვენი დიზაინი ემატება. წლეულს იერი ერთ ფასადსაც შევუცვალეთ და სამხრეთ იტალიური ქალაქებისა და სოფლებისთვის დამახასიათებელი სტილისა გამოვიდა - თეთრი, კირით შეღებილი, ძველი დარაბებით, კრამიტით გადახურული ფანჯრებითა და ულამაზესი ყვავილებით.

- რატომ სამხრეთ იტალიური?

- წლეულს, როცა პანდემიის გამო ადამიანები უცხოეთში ვერ მიდიან, საკუთარი სამოგზაურო სივრცე შევქმენით. აქ მოსული ადამიანი თითქოს იტალიასა თუ საბერძნეთში აღმოჩნდება. გვაქვს ნამდვილი ნეაპოლიტანური პიცის რეცეპტი, ტკბილეული.

- თქვენი ბაღის შესახებ ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ აქ შეიგრძნობ გემოვნებას, დახვეწილობას, საქმის ცოდნას, გამოცდილებას...

- კი, ამ ყველაფერს დიდ ყურადღებას ვაქცევთ, "დედოფლის ბაღი" სხვანაირი არც შეიძლება იყოს...წაიკითხეთ სრულად

ბოლო დროს ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადება, რომელიც დიდხანს შეუმჩნეველია  - "მისი ყველაზე საშიში გართულება რქოვანას გახვრეტაა"

შსს-ს 11 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ინდოეთში კორონავირუსის 92 605 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ბოლო 11 საათში 1111 ადამიანი გარდაიცვალა