ავტორი:

ვინ არის კიმ კარდაშიანის ფავორიტი ქართველი ინფლუენსერი, რომელმაც ამერიკული ოცნება აიხდინა - "მთავარია, ადამიანმა შეხედოს ყველაფერს ყუთის მიღმა"

ვინ არის კიმ კარდაშიანის ფავორიტი ქართველი ინფლუენსერი, რომელმაც ამერიკული ოცნება აიხდინა - "მთავარია, ადამიანმა შეხედოს ყველაფერს ყუთის მიღმა"

ელენე ფეიქრიშვილი, იგივე ელენე ფეი, ქართველი ინფლუენსერი და ვლოგერია, რომელიც უკვე წლებია ამერიკაში, პენსილვანიის შტატში, ფილადელფიაში ცხოვრობს. გოგონას ცხოვრება ზღაპარს ჰგავს, ჰყავს საყვარელი მეუღლე, შვილი და ახლა მეორე ვაჟს ელოდება.

ოცნება, რომ სილამაზის ინდუსტრიაში ეცადა ბედი, ამერიკაში აიხდინა. უფრო მეტიც, მან ისეთი ვარკვლავის ყურადღებაც კი მიიქცია, როგორიცაა კიმ კარდაშიანი. ამბობს, რომ ეს მისი მაქსიმუმი არ არის, თუმცა ოცნებები ხდება და ამაში ყველაზე თავისუფალი ქვეყანა, ამერიკა ეხმარება...

- ელენე, როგორია თქვენი გზა ამერიკამდე?

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში, სკოლაც და უნივერსიტეტიც მანდ დავამთავრე. მანამდე საზღვარგარეთ ცხოვრებაზე არასოდეს მიფიქრია, რაც შეეხება ამერიკას, ჩემი აქ წამოსვლა განაპირობა ჩემმა მეუღლემ. 2012 წელს მწვანე ბარათით ჩამოვიდა და 3 წელი ასე ცალკ-ცალკე ვცხოვრობდით, რაც ძალიან დიდი გამოწვევა იყო ალბათ ჩვენს ურთიერთობაში. 2015 წელს მეც შევძელი ჩამოსვლა და აქ ვცხოვრობთ.

- როგორია თქვენი ამერიკული ოცნება და ნაწილობრივ თუ აიხდინეთ

- ვოცნებობდი ბედნიერებაზე, მეკეთებინა ისეთი საქმე, რომელიც მეყვარებოდა და არასოდეს მომბეზრებოდა, ასევე, ვყოფილიყავი საკუთარ თავთან და ჩემს ოჯახთან სრულ ჰარმონიაში და ზუსტად ასე ვარ ახლა. ამერიკამ მომცა იმის შესაძლებლობა, რომ ნაკლებად სტრესულ გარემოში მეცხოვრა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე. აქ ნაკლებად ერევიან ადამიანები ერთმანეთის ცხოვრებაში, ყველა თავისი საქმით არის დაკავებული და ალბათ, ამიტომ არის ამერიკული ოცნებაც უფრო ადვილად ასახდენი, რადგან საკუთარ თავზე უფრო მეტად ხარ ორიენტირებული. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ოჯახითა და საქმით. გამოდის, რომ ამერიკულ ოცნებას ვიხდენ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

- ოჯახზე მოგვიყევით, როგორია თქვენი ერთი დღე?

- მყავს მეუღლე, 3 წლის ბიჭი და მეორე ბიჭი მუცელში, 5 თვის ორსული ვარ. ჩემი დილა იწყება ჩემი შვილის გაღვიძებითა და დილის რუტინით. გამომდინარე ჩემი საქმიდან, ყოველ დღე მომდის საკმაოდ ბევრი შემოთავაზება სასურველი და არასასურველი ბრენდებისგან. მე თვითონაც ვაგზავნი კოლაბორაციის მოთხოვნის მეილებს ჩემთვის სასურველ ბრენდებთან. დღის განმავლობაში ვქმნი კონტენტს ჩემი სოციალური პლატფორმებისთვის და რა თქმა უნდა, დანარჩენ დროს ვუთმობ ოჯახურ საქმეებს ჩემს შვილს, მეუღლეს და საკუთარ თავს.

- ამერიკა რამდენად გაძლევთ განვითარების საშუალებას?

- როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა. რა თქმა უნდა, თუ მოინდომებს ადამიანი, ყველაფერია შესაძლებელი, თუმცა ამერიკაში ბევრად უფრო მარტივია ეს ყველაფერი. როგორც ამბობენ ხოლმე, think outside the box - მთავარია, ადამიანმა შეხედოს ყველაფერს ყუთის მიღმა, განსხვავებული თვალით და დაინახოს პერსპექტივა.

- ინფლუენსერი ხართ და ძალიან საინტერესო "ინსტაგრამ" გვერდი გაქვთ...

- მიხარია რომ მოგეწონათ ჩემი გვერდი. სოციალურ ქსელში ჩემი მოღვაწეობა დაიწყო youtube არხით 2 წლის წინ. მაქვს ინგლისურენოვანი არხი, სადაც თავიდან დავიწყე სხვადასხვა "ბიუთი" პროდუქტების განხილვა და ასევე ვიღებდი ცხოვრებისეულ ვლოგებს. ახლა უკვე ქართული ვერსიაც მაქვს. დროთა განმავლობაში ნელ-ნელა გამოიკვეთა ის მიმართულებები, რაც უფრო მომწონდა და რაზეც დღეს ვქმნი კონტენტს, რომელიც მოიცავს მოდას, სილამაზეს, ცხოვრების სტილს.

თუ რას ვგულისხმობ, შეგიძლიათ "ინსტაგრამზე", ჩემს გვერდზე ნახოთ. ვთანამშრომლობ საერთაშორისო ბრენდებთან.და მაქვს კიდევ ბევრი ერთჯერადი კოლაბორაცია. თანამშრომლობაში ვგულისხმობ როგორც ბარტერს, ისე ფულად ანაზღაურებას. თავიდან ძალიან გამოუცდელი ვიყავი, ტელეფონით ვიღებდი, არ მქონდა საჭირო ტექნიკა და აღჭურვილობა, არც კამერასთან მუშაობა ვიცოდი, მაგრამ დასაწყისისთვის ეს ყველაფერი იყო საკმარისი, რომ მივმხვდარიყავი - ზუსტად ეს იყო საქმე, რომლის კეთებაც მსიამოვნებდა და არასოდეს მომბეზრდებოდა.

<svg width="50px" height="50px" viewBox="0 0 60 60" version="1.1" xmlns="https://www.w3.org/2000/svg" xmlns:xlink="https://www.w3.org/1999/xlink"><g stroke="none" stroke-width="1" fill="none" fill-rule="evenodd"><g transform="translate(-511.000000, -20.000000)" fill="#000000"><g><path d="M556.869,30.41 C554.814,30.41 553.148,32.076 553.148,34.131 C553.148,36.186 554.814,37.852 556.869,37.852 C558.924,37.852 560.59,36.186 560.59,34.131 C560.59,32.076 558.924,30.41 556.869,30.41 M541,60.657 C535.114,60.657 530.342,55.887 530.342,50 C530.342,44.114 535.114,39.342 541,39.342 C546.887,39.342 551.658,44.114 551.658,50 C551.658,55.887 546.887,60.657 541,60.657 M541,33.886 C532.1,33.886 524.886,41.1 524.886,50 C524.886,58.899 532.1,66.113 541,66.113 C549.9,66.113 557.115,58.899 557.115,50 C557.115,41.1 549.9,33.886 541,33.886 M565.378,62.101 C565.244,65.022 564.756,66.606 564.346,67.663 C563.803,69.06 563.154,70.057 562.106,71.106 C561.058,72.155 560.06,72.803 558.662,73.347 C557.607,73.757 556.021,74.244 553.102,74.378 C549.944,74.521 548.997,74.552 541,74.552 C533.003,74.552 532.056,74.521 528.898,74.378 C525.979,74.244 524.393,73.757 523.338,73.347 C521.94,72.803 520.942,72.155 519.894,71.106 C518.846,70.057 518.197,69.06 517.654,67.663 C517.244,66.606 516.755,65.022 516.623,62.101 C516.479,58.943 516.448,57.996 516.448,50 C516.448,42.003 516.479,41.056 516.623,37.899 C516.755,34.978 517.244,33.391 517.654,32.338 C518.197,30.938 518.846,29.942 519.894,28.894 C520.942,27.846 521.94,27.196 523.338,26.654 C524.393,26.244 525.979,25.756 528.898,25.623 C532.057,25.479 533.004,25.448 541,25.448 C548.997,25.448 549.943,25.479 553.102,25.623 C556.021,25.756 557.607,26.244 558.662,26.654 C560.06,27.196 561.058,27.846 562.106,28.894 C563.154,29.942 563.803,30.938 564.346,32.338 C564.756,33.391 565.244,34.978 565.378,37.899 C565.522,41.056 565.552,42.003 565.552,50 C565.552,57.996 565.522,58.943 565.378,62.101 M570.82,37.631 C570.674,34.438 570.167,32.258 569.425,30.349 C568.659,28.377 567.633,26.702 565.965,25.035 C564.297,23.368 562.623,22.342 560.652,21.575 C558.743,20.834 556.562,20.326 553.369,20.18 C550.169,20.033 549.148,20 541,20 C532.853,20 531.831,20.033 528.631,20.18 C525.438,20.326 523.257,20.834 521.349,21.575 C519.376,22.342 517.703,23.368 516.035,25.035 C514.368,26.702 513.342,28.377 512.574,30.349 C511.834,32.258 511.326,34.438 511.181,37.631 C511.035,40.831 511,41.851 511,50 C511,58.147 511.035,59.17 511.181,62.369 C511.326,65.562 511.834,67.743 512.574,69.651 C513.342,71.625 514.368,73.296 516.035,74.965 C517.703,76.634 519.376,77.658 521.349,78.425 C523.257,79.167 525.438,79.673 528.631,79.82 C531.831,79.965 532.853,80.001 541,80.001 C549.148,80.001 550.169,79.965 553.369,79.82 C556.562,79.673 558.743,79.167 560.652,78.425 C562.623,77.658 564.297,76.634 565.965,74.965 C567.633,73.296 568.659,71.625 569.425,69.651 C570.167,67.743 570.674,65.562 570.82,62.369 C570.966,59.17 571,58.147 571,50 C571,41.851 570.966,40.831 570.82,37.631"></path></g></g></g></svg>

View this post on Instagram

A lil different ♥️💄

A post shared by  ELLENE PEI | Lifestyle BLOGGER (@ellenepei) on <time style=" font-family:Arial,sans-serif; font-size:14px; line-height:17px;" datetime="2020-04-23T05:47:26+00:00">Apr 22, 2020 at 10:47pm PDT</time>

დღესაც, როდესაც კამერის წინ ვზივარ, ან უბრალოდ ვლოგს ვიღებ, სულ სხვა რაღაც ხდება ჩემს თავში, უზომოდ ბედნიერი ვარ და ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ პროცესისგან. ასევე, ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს ჩემი აუდიტორია როგორც ქართული, ისე უცხოური, მათ გარეშე აზრი არ ექნებოდა საერთოდ იმ ყველაფერს რასაც ვაკეთებ. უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ ხალხისგან და ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს მათთან ურთიერთობა.

- როგორც ვიცი, კიმ კარდაშიანის ყურადღების ცენტრშიც აღმოჩნდით, ამ ამბავს როგორ გაიხსენებთ?

- ეს დღე მართლაც დასამახსოვრებელი იყო. ზოგადად, კარდაშიანების ცხოვრებას ძალიან დიდი ხანია ვადევნებ თვალს, ძალიან მომწონს მათი მიზანდასახულობა. ჩემი აზრით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინფლუენსერები არიან და საუკეთესოები არიან ამ საქმეში. რაც შეეხება ჩემს ამბავს, შევეცდები მოკლედ მოვყვე ვრცლად კი, შეგიძლიათ ჩემს youtube ვლოგში ნახოთ ჩემი ემოციები და რეაქციები როდესაც ჩემი ფოტო დავინახე კიმ კარდაშიანის "ინსტაგრამის სთორიზე".

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჩემით შევიძინე კიმის ბრენდის ერთ ერთი პროდუქტი, ეს იყო წელის ქამარი, რომელიც ძალიან ლამაზ ფორმას აძლევს ტანს და უბრალოდ გადავიღე ფოტო ჩემს სარკეში, ჩვეულებრივი სელფი და ავტვირთე "ინსტაგრამზე". ცოტა ხანში ამ ბრენდის წარმომადგენელმა მომწერა რომ ძალიან მოეწონათ ჩემი ფოტო და სურდათ გამოეყენებინათ კომერციული თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი და კონტრაქტზეც მოვაწერე ხელი, თუმცა ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს თავად კიმ კარდაშიანის სთორიში აღმოვჩნდებოდი და თან მომნიშნავდა ჩემი "ინსტაგრამით". თვალებს არ ვუჯერებდი და მართლა დაუვიწყარი შეგრძნება და გამოცდილება იყო, მაგრამ უფრო გაოცებული დავრჩი, როდესაც ჩემს მიწერილ შეტყობინებაზე გულებით მიპასუხა. მართლა ძალიან ემოციური დღე იყო.

- ელენე, გარეგნობაზე როგორ ზრუნავთ?

- განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. უბრალოდ, ყოველთვის ვცდილობ, ვიყო ფორმაში, ვცდილობ ვიკვებო ჯანსაღად, რადგან საკვები ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს კანზე, ვიღებ ძალიან ბევრ სითხეს და ვცდილობ, ვიყო აქტიური. ასევე დღის განმავლობაში ცოტა მეტ დროს ვუთმობ საკუთარ თავს, რადგან ის თუ როგორ გამოვიყურები ზუსტად მოქმედებს ჩემს განწყობაზე.

- რას ურჩევდით ქართველ გოგონებს - როგორც თავის მოვლის კუთხით, ასევე მათ, ვისაც სურვილი აქვთ "ინსტაგრამზე" ბევრი გამომწერი ჰყავდეთ?

- პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ თავის მოვლა ელემენტარული ჰიგიენით იწყება და სხვა ყველაფერი უბრალოდ დამხმარე საშუალებებია. ვურჩევ, რომ უყვარდეთ საკუთარი თავი და იზრუნონ მასზე, ძალიან ბევრი ფულის ხარჯვა არ არის საჭირო იმისთვის, რომ კარგად გამოვიყურებოდეთ, არსებობს ბევრი ბიუჯეტური საშუალება, რაც დაგვეხმარება, რომ ვიყოთ ფორმაში.

რაც შეეხება ბევრ გამომწერს, არ ვთვლი, რომ ჩემი გამომწერების რაოდენობით ისეთ ეტაპზე ვარ, რომ რაიმე გადამწყვეტი პროფესიონალური რჩევა გავცე, მეც ყოველ დღე ვიზრდები და ვსწავლობ ისევე, როგორც ყველა. უბრალოდ მჯერა, რომ თუ შენ საქმეს სიყვარულით და სიამოვნებით აკეთებ, წარმატება აუცილებლად მოვა, მთავარია დრო და არ უნდა ვიჩქაროთ. ვურჩევ, რომ არასოდეს გაჩერდნენ, არ დანებდნენ, არ უყურონ ციფრებს, გააკეთონ საყვარელი საქმე, შექმნან ხარისხიანი, ხალხისთვის სასარგებლო და საინტერესო კონტენტი, ასევე, მიიღონ მონაწილეობა "ინსტაგრამის" სხვადასხვა აქტივობებში, რომლებიც ასევე გვეხმარება ზრდაში და განვითარებაში.

- ვერ ავცდებით, პანდემიის თემას, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება კორონავირუსის შემდეგ?

- მართალია, კორონავირუსმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მთელ მსოფლიოში ადამიანების ცხოვრების რეჟიმზე, თუმცა ჩემთვის პირადად ბევრი არაფერი შეცვლილა. ისევ ისე ვაგრძელებდი და ვაგრძელებ ჩემს საქმეს, როგორც ადრე. ზოგადად, ვარ ძალიან პოზიტიური ადამიანი და ვცდილობ, ნეგატივი საერთოდ არ შემოვუშვა ჩემს გონებაში.

საერთოდ არ ვკითხულობდი და არ ვუყურებდი ახალ ამბებს კოვიდთან დაკავშირებით. ასე ბევრად უფრო მარტივი იყო ჩემთვის და როგორც ვთქვი, პირადი გავლენა ჩემზე ამ ვირუსს არ მოუხდენია. უბრალოდ შეიცვალა ჩემს გარშემო სიტუაცია. ისევე როგორც საქართველოში, აქაც დაუშვებელია დაწესებულებაში შეხვიდე პირბადის გარეშე, ყველაზე ხალხმრავალი ადგილები დღეს თითქმის ცარიელია, თუმცა ნელ-ნელა იხსნება სხვადასხვა დაწესებულებები და ბიზნესები, რაც ძალიან მახარებს, ცხოვრება უბრუნდება ჩვეულ რიტმს.