ავტორი:

"ტაჯიკეთის მოქალაქეებს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ფიზიკურად გაუსწორდნენ", - შსს-მ 4 პირი დააკავა

"ტაჯიკეთის მოქალაქეებს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ფიზიკურად გაუსწორდნენ", - შსს-მ 4 პირი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი - 1994 წელს დაბადებული ბ.ფ., 1998 წელს დაბადებული ზ.ა., 2000 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1994 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, გამოძალვასა და იძულებაში ედებათ.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულ ი.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული, "LEXUS GX"-ის მარკის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს "CZ"-ს მარკის2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2 აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა, ბეისბოლის 3 ხელკეტი და 68 900 დოლარი.

გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვისა და იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა“ და "ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ“ ქვეპუნქტებით და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,-ნათქვამია ინფორმაციაში.

"ეს ნივთები იყო დალომბარდებული და მათი გამოტანის საბუთებიც აქვთ" - ქუთაისში "ინტელექსპრესის" ქურდობის ფაქტზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გარდა, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას სასამართლო პროცესებიც გადაიდო

ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი, რომელმაც ვიდეომიმართვისას მოქალაქეებს სამართალდამცავებზე ძალადობისკენ მოუწოდა, დააკავეს