ავტორი:

"არ არის ეგეთი პიროვნება, სიმთვრალეში არც კი იგინება" - რას ამბობენ ოჯახის წევრები 68 წლის კაცზე, რომელიც არასწრულწლოვნის გაუპატიურებისთვის დააკავეს

"არ არის ეგეთი პიროვნება, სიმთვრალეში არც კი იგინება" - რას ამბობენ ოჯახის წევრები 68 წლის კაცზე, რომელიც არასწრულწლოვნის გაუპატიურებისთვის დააკავეს

არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 68 წლის მამაკაცის ოჯახის წევრებს გამოძიების ვერსიის არ სჯერათ. როგორც ისინი "ტვ პირველთან" საუბარში აცხადებენ, მათ არასრულწლოვანის ოჯახთან კომუნიკაცია ჰქონდათ და მათაც არ სჯერათ იმის, რომ შვილი მეზობელმა გააუპატიურა.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ მამაკაცი სქესობრივი კავშირის დროს ფოტოსურათებს იღებდა, ბრალდებულის ოჯახის წევრები ჰყვებიან, რომ ის ამას ვერ გააკეთებდა, რადგან "ნოკია" აქვს, რომელსაც კამერა არ გააჩნია.

"პირველად დააკავეს და დააბრუნეს სახლში. თქვეს, მეზობლებმა ნახეს, რომ ბავშვზე იძალადაო. ჩვენ ამ მეზობლებთან მტრობა არ გვაქვს, არ ვიცი ეს რატომ თქვეს.

ჩვენ ბავშვის მშობელთანაც ვიყავით ასულები. ბავშვი ამბობს, პოლიციელები ძალადობდნენ ჩემზეო. თითი მომიჭირესო, მეუბნეოდნენო, მიდი ახლა კამერასთან თქვი, რაც გაგიკეთა იმ კაცმაო. მე ვერაფერს ვეუბნებოდიო, რადგან არაფერი გაუკეთებიაო.

რომ ალაპარაკოთ ეს ბავშვი, გაიგებთ მართალია თუ არა. არ არის ეგეთი პიროვნება, სიმთვრალეში არც კი იგინება. მეზობელი, რომელმაც ეგ თქვა, ახალი გადმოსულია და რა პრობლემა აქვს არ ვიცი..." - ამბობენ ბრალდებულის ოჯახის წევრები.

ტელეკომპანიის ცნობითვე, 68 წლის მამაკაცი დაკავების მომენტში შეუძლოდ გახდა. როგორც ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ის მსგავს ფაქტს, რასაც გამოძიება აბრალებს, ფიზიკურად ვერ განახორციელებდა.

"არ არსებობს საქმეში რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მოხუცი კაცის ბრალეულობას. შეუძლებელია ასეთმა ადამიანმა მსგავსი დანაშაული ჩაიდინოს. არსებობენ მოწმეები, რომლებიც კონფლიქტში არიან ოჯახთან და გამოძიებას სპეციალურად გაზვიადებული ინფორმაცია მიაწოდეს" - ამბობს დაკავებულის ადვოკატი "ტვ პირველთან" საუბარში.

ცნობისთვის, არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, 1952 წელს დაბადებული პირის დაკავების შესახებ შსს-მ ინფორმაცია დღეს გაავრცელა.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ტაქსის მძღოლი 9 წლის გოგონას სკოლაში ატარებდა და ამ დროს ჩაიდინა გარყვნილი ქმედებაო" - ხონში მომხდარი შემზარავი დანაშაულის დეტალები

დავით გარეჯის საქმეზე ზურაბ ნოღაიდელი გამოიკითხა

იმერეთში 10 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს