ავტორი:

"ქართული ოცნების" 22-ე ნომერი, სავარაუდოდ, ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე იქნება - პარტია სიის მომდევნო ოცეულს უახლოეს დღეებში წარადგენს

"ქართული ოცნების" 22-ე ნომერი, სავარაუდოდ, ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე იქნება - პარტია სიის მომდევნო ოცეულს უახლოეს დღეებში წარადგენს

AMBEBI.GE-მ მოიპოვა ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნება" უახლოესი 2 დღის განმავლობაში გეგმავს სიის მომდევნო ოცეულის წარდგენას. ჩვენი წყარო ამბობს, რომ სიის 22-ე ნომერი, დიდი ალბათობით, ტყვიის მსროლელი, ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე იქნება.

მას საზოგადოება კარგად იცნობს სპორტული მიღწევებით და შეიძლება ითქვას, რომ ის მართლაც ლეგენდარული სპორტსმენია. რამდენად გამოუვა პოლიტიკოსობა, ამას უახლოესი მომავალი გვაჩვენებს.

AMBEBI.GE-მ სცადა მოესმინა მისი მოსაზრება, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა. რამდენიმე დღის წინ კი "ტვ პირველთან" დაადასტურა კონსულტაციები მმართველ ძალასთან.

"კონსულტაციები იყო და ჯერ განაცხადოს პარტიამ. დაველოდოთ მოვლენებს, ცოტა ხანი გვაცალეთ, გამოქვეყნდება უკვე მალე სია... მინდა, რომ ჩემს ქვეყანას კიდევ ვემსახურო ცოტა სხვა პოზიციიდან" - განაცხადა სალუქვაძემ.

ჩვენი ინფორმაციით, ამ დღეებში პარტიის ლიდერების შეხვედრა იგეგმება და ამის მერე გაირკვევა საბოლოოდ სიის ბედი. წყარო იმასაც გვეუბნება, რომ სიაში ბევრი ექსპერტი აღარ იქნება, როგორც ამას აქამდე ვარაუდობდნენ.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

ეთერშია გადაცემა ”რეზიუმე”