ავტორი:

რუსეთში დააკავეს რელიგიური ჯგუფის ლიდერი, რომელიც საკუთარ თავს ქრისტეს რეინკარნაციას უწოდებს - ვინ არის ვისარიონი?

რუსეთში დააკავეს რელიგიური ჯგუფის ლიდერი, რომელიც საკუთარ თავს ქრისტეს რეინკარნაციას უწოდებს - ვინ არის ვისარიონი?

რუსმა სამართალდამცველებმა საგანგებო ოპერაცია ჩაატარეს პოლიციის ყოფილი ოფიცრის, სერგეი ტოროპის დასაპატიმრებლად, რომელიც ირწმუნება, რომ ქრისტეს რეინკარნაციაა. რუსული მედიის ცნობით, გასული სამი დეკადის განმავლობაში, ის ციმბირში მესიანისტური სექტის ხელმძღვანელი იყო.

დაკავების ოპერაციაში ჩართულნი იყვნენ ვერტმფრენები. ოპერაციაში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის, FSB-ს აგენტებიც.

დაკავებული ტოროპი, რომელსაც მიმდევრები ვისარიონს უწოდებენ, ვერტმფრენით წაიყვანეს. დააკავეს მისი ორი თანაშემწეც - ვადიმ რედკინი, ვისარიონის მარჯვენა ხელი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ვაჟთა მუსიკალურ ჯგუფში დრამერი იყო და კიდევ ერთი თანაშემწე, ვლადიმირ ვედერნიკოვი.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ ტოროპს ბრალი წარედგინა უკანონო რელიგიური ორგანიზაციის ფორმირების გამო, რომლის საშუალებითაც, მიმდევრებს ფულს სძალავდა და მათზე ემოციურად ძალადობდა.

დაკავებული 59 წლისაა, აქვს გრძელი ჭაღარა თმა და წვერი.

ვისარიონი, იგივე სერგეი ტოროპი, საგზაო მოძრაობის ოფიცრად მუშაობდა და 1989 წელს სამსახური დაკარგა. ირწმუნება, რომ ამ ამბის შემდეგ "გაიღვიძა“. 1991 წელს მან დააარსა რელიგიური მოძრაობა სახელად - "ბოლო აღთქმის ეკლესია“ და მას შემდეგ ათასობით მიმდევარი შეაგროვა.

მას ძირითადად მიმდევრები ჰყავს კრასნოიარსკის მხარეში, ციმბირში, თუმცა ასევე მთელი რუსეთის მასშტაბითაც.

"მე არ ვარ ღმერთი და შეცდომაა იესოს ღმერთად განხილვა, მაგრამ მე ვარ მამა ღმერთის ცოცხალი სიტყვა. ყველაფერს, რისი თქმაც ღმერთს სურს, ჩემი საშუალებით ამბობს“, - უთხრა ვისარიონმა 2002 წელს "გარდიანს“.

როგორც "გარდიანი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს, თავდაპირველად ვისარიონი ამბობდა, რომ იესო ადამიანებს დედამიწასთან ახლოს მდებარე ორბიტიდან აკვირდებოდა, ხოლო ღვთისმშობელი მარიამი "რუსეთს მართავდა", მაგრამ მოგვიანებით მან თავი ქრისტედ გამოაცხადა.

ვისარიონი მიმდევრებთან ერთად რელიგიური რიტუალის შესრულების დროს

მან ასევე დააწესა ღვთისმსახურების რიტუალები, რომლებიც მოიცავს მართლმადიდებლურ რიტუალებს, ასევე გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ წესებს. სექტაში მოქმედებს ვეგანიზმი. მიმდევრები ასკეტურ სამოსს ატარებენ და წელთაღრიცხვას იწყებენ 1961 წლიდან, ანუ ვისარიონის დაბადების დღიდან, ხოლო 14 იანვარს, ვისარიონის დაბადების დღეს, შობას აღნიშნავენ.

რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აღნიშნული რელიგიური ჯგუფი წლების წინ დაგმო.

ბოტსვანაში აღმოაჩინეს ალმასი, რომელიც მსოფლიოში აღმოჩენილ ალმასებს შორის სიდიდით მესამეა

ბილ კლინტონიდან ჯო ბაიდენამდე - ვლადიმერ პუტინის ურთიერთობის საგა აშშ-ის პრეზიდენტებთან: ფოტოები და მნიშვნელოვანი დეტალები

"არ ყოფილა არანაირი მუქარა... ზოგისთვის შეიძლება შოკისმომგვრელიც იყოს, მაგრამ დედაჩემზეც კი ვისაუბრე..." - ბაიდენი პუტინთან შეხვედრის დეტალებს ჰყვება