ავტორი:

"სახლში ძნელად გასაძლები კაცი ვიყავი...  ერთხელ არ მიგვრძნია, რომ ჩემი ცოლი რაღაცით უკმაყოფილო იყო - რას ჰყვება ბუბა კიკაბიძე დედაზე, მეუღლეზე და მომავალ არჩევნებზე

"სახლში ძნელად გასაძლები კაცი ვიყავი...  ერთხელ არ მიგვრძნია, რომ ჩემი ცოლი რაღაცით უკმაყოფილო იყო - რას ჰყვება ბუბა კიკაბიძე დედაზე, მეუღლეზე და მომავალ არჩევნებზე

"თბილისი სულ სხვანაირია ახლა, თითქმის აღარ გავდივარ ქუჩაში თუ საქმე არ მაქვს, ყოველ ნაბიჯზე ნაცნობი მხვდება, ამდენი მათხოვარი ქუჩაში არ იყო, შუაღამისას ახალგაზრდების სიმღერა ისმოდა, აი ასეთი ქალაქი იყო", - ამბობს ბუბა კიკაბიძე თათია შარანგიას გადაცემაში "სთორი". გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"უკვე საკმაოდ ცნობილი მსახიობი ვიყავი, მომღერალი, მაშინ როდესაც ბინა გაჩნდა ნორმალური, დედაც უნდა წამეყვანა ჩემთან, ვუთხარი, დედა წამოდი ჩემთნ-თქო, არა, ციცინოსთან გადავალო. ვერ დატოვა ის სახლი. სულ ვანებივრებდი, სხვანაირი ქალი იყო დედაჩემი, სულ წიგნი ეჭირა ხელში, ოღონდ ზედმეტად ბაგრატიონი იყო, კნეინა იყო. ძალიან არ უყვარდა ნამგალი და ურო. გასტროლებიდან რომ ჩამოვდიოდი ვეკითხებოდი, დედა როგორ ხარ და ის მეკითხებოდა, როგორ არიან იქ შენი რუსები შვილოო. სანამ გარდაიცვლებოდა, ჩემ ბიჭს დაუძახა, ყველანი გადით ოთახიდანო, ხელი მოუკიდია და უთქვამს, გოგო რომ შეგეძინება, მანანა დაარქვიო და ორი წუთის მერე გათავდა. დიდი ხანი სიონში გალობდა, სკოლიდან როცა მოვდიოდი ხოლმე, ჯერ სიონში მივდიოდი და მერე ერთად მივდიოდით სახლში. იესო ქრისტე ყველგან ხომ სხვადასხვა მხატვრის დახატულია, უბრალოდ იცი რომ იესოა და დედა მეთქი, იცნობ-თქო, ძალიან მორწმუნე ქალი იყო, ეს ღმერთიაო და სად არის-მეთქი, სად არის და შენშიაო, როგორი კაციც გაიზრდები, ისეთი ღმერთი გეყოლებაო, ასეთი ქალი იყო, სწორი თქვა".

"ჩემი ცოლი სულ იძახდა, შენ ყველაფერი უკუღმა გაქვსო, პირველ ადგილზე გაქვს სამშობლო, მერე მეგობარი და მერე ოჯახიო და უნდა იყოს პირიქითო, მე ვუთხარი, ეგ პრეტენზიები დედაჩემს წარუდგინე, ეგრე გამზარდა-თქო. ფრუნზიკა (მკრტჩიანი) იყო უბედური კაცი, მიკვირდა, ასეთი სასაცილო სახის კაცს სულ დარდიანი თვალები ჰქონდა, როცა მაგის ისტორიას მომიყვნენ, მივხვდი რომ უჭირს ამ კაცს ცხოვრება, მერე ჩაწვა, ერთხელაც დარეკა ერევნიდან, მიმინო უკვე გადაღებული იყო, და აგინებდა თავის პრეზიდენტს და რა იყო-მეთქი, ოცი წელიწადია ვოლგაზე განცხადება მაქვს დაწერილიო... ვუთხარი, აქ ჩამოდი, შეგიყვან ედუარდ შევარდნაძესთან და იმ წუთში მოგცემს-მეთქი..." გააგრძელეთ კითხვა

ქეთა თოფურიამ შვილს ზღაპრული დაბადების დღე საქართველოში გადაუხადა - როგორი წვეულება გამართა მომღერალმა წყნეთის აგარაკზე

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის მხურვალე კოცნა - პაპარაცული კადრები, რომელიც წყვილის შერიგებას ადასტურებს

"მამა რომ გარდაიცვალა, 2 კვირა ვერ გამოვფხიზლდი, დედამ ჩემს ხელში დალია სული" - რას ყვებოდა ოთარ მეღვინეთუხუცესი მძიმე ბავშვობაზე, გურანდასა და კარიერაზე