ავტორი:

ბათუმში, მე-5 საჯარო სკოლის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში, მე-5 საჯარო სკოლის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში, მე-5 საჯარო სკოლის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ბათუმის რესურსცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, სკოლის თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან გადასული, შენობას კი სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა.

რესურსცენტრის დირექტორის, გოჩა დავითაძის განცხადებით, ინფიცირების წყარო უცნობია, მასწავლებლები დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.

"სკოლის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლაში სადეზინფეციო სამუშაოები უკვე ჩატარდა. ინფიცირების წყარო არ ვიცით, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, შესაძლოა, ადგილობრივი კონტაქტებია, სკოლასთან მჭიდრო დასახლებაა და შესაძლოა, მოქალაქეებისგან დაინფიცირდნენ. სხვა დეტალები არ ვიცი",- აცხადებს რესურცენტრის დირექტორი გოჩა დავითაძე.

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ ერთი - 25-ე პაციენტი გარდაიცვალა

შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ხორხის კიბოს გამო ახალი ნაოპერაციები იყო" - რას ამბობს მარინა ენდელაძე 24-ე გარდაცვლილ ინფიცირებულზე და ვირუსის ახალ შემთხვევებზე